Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლადუ - უგემრიელესი ინდური ტკბილეული / ladu - ugemrielesi induri tkbileuli
2017-06-20, 1:17 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ჩ.ჭ. ოსპი (მწვანე ბარდის მსგავსი პარკოსანი, შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვანე ბარდაც)
2/3 ჩ.ჭ. ნუში
2/3 ჭ.ჩ. ქეშიუ (თხილის სახეობა, შეიძლება შევცვალოთ ჩვენთვის სასურველი თხილეულით)
1, 5 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი
8 ცალი ილი
400 გ. 82%-იანი ნაღების კარაქი (არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სპრედი!)

მომზადების წესი:

პირველ რიგში ვამზადებთ გჰის კარაქისგან:

მოათავსეთ კარაქი სქელძირიან ქვაბში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარაქი გალღვება, შემდეგ ქაფს მოიკიდებს, შემდეგ კი მიიღებს ერთგვაროვან, მოყვითალო შეფერილობას. ამის შემდეგ კარაქი დაიწყებს "აჭრას", თუმცა ცეცხლიდან ჯერ არ გადმოდგათ. გჰი მზად იქნება მაში, როცა სრულიად გამჭვირვალე, ოქროსფერი გახდება, ქვაბის ძირზე კი ნარჩენებს მოიკიდებს. სწორედ ეს ნარჩენებია ის დამანატები, რასაც საწარმოში კარაქს უმატებენ. ამ გზით შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენს მიერ ნაყიდი ნაღების კარაქის ხარისხიანობა: რაც მეტი იქნება ნარჩენი, მით მეტი ყოფილა მასში ხელოვნური დანამატები.
გჰი ოდნავ გააგრილეთ და მარლაში ან საწურში რამდენჯერმე გაწურეთ.

ნუში და ქეშიუ (ან სხვა თხილეული) ბლენდერში დაფხვენით ან დანით დააქუცმაცეთ (არ უნდა იყოს ძალიან წვრილად დაფქვილი). შემდეგ კი დაყარეთ ტაფაზე და მოხალეთ ოქროსფერ შეფერილობამდე.

მოხალული ოსპი დაფქვით, გაცერით, დაამატეთ შაქრის პუდრი და დაფქვილი ილი.

ოსპის ფქვილი და თხილეული ერთმანეთს შეურიეთ და დაასხით კარაქი გჰი (აჯობებს თუ თანდათანობით დაასხამთ, სანამ მასა შეკვრას დაიწყებს). მიღებული მასისგან ხელით გააკეთეთ ბურთულები.

შედეთ მაცივარში 1-2 საათით.
გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით!..


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, рецепт, повар, рецепты, receptebi, кулинария ნანახია: 1603 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]