Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საქონლის სუკი ჭარხლის სოუსით / saqonlis suki charkhlis sousit
2017-07-10, 9:39 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ. საქონლის სუკი
300 გრ. ჭარხალი
2 სუფრის კოვზი ჩილის სოუსი
100 მლ. ნაღები
100 მლ. ზეთი
100 მლ. თეთრი ღვინო

მომზადების წესი:
ჭარხალი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი რომ დაიფაროს და დაახურეთ თავსაფარი. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე. წყალი თუ დაშრება - დაამატეთ. ხარშეთ მანამ, სანამ ჭარხალი კარგად არ მოიხარშება (მოხარშულ ჭარხალში ჩანგალი ჩაერჭობა ადვილად).
საქონლის სუკი გაასუფთავეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეწვით საშუალო ცეცხლზე, ზეთიან ტაფაზე. როდესაც ყველა მხრიდან მოიბრაწება, გადმოდეთ ალუმინის ფურცელზე, შეფუთეთ და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთით.
როდესაც ჭარხალი მოიხარშება, გააგრილეთ, გაფრცქვენით, დაჭერით კუბებად, დაუმატეთ ნაღები, ღვინო, ჩილის სოუსი და მარილი გემოვნებით. კარგად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სოუსი მზდაა.
30 წუთის შემდეგ ღუმელიდან გადმოდგით საქონლის სუკი და აცადეთ გაგრილება 5 წუთით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, рецепт, kulinaria, რეცეპტები, повар, receptebi, рецепты, кулинария ნანახია: 1050 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]