მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შოკოლადისა და ბანანის ტორტი ცხობის გარეშე, 5 ინგრედიენტით / shokoladisa da bananis torti ckhobis gareshe, 5 ingredientit
2017-06-19, 6:58 PM |
შემადგენლობა:
შოკოლადიანი თაფლაკვერი - 500 გ
ბანანი - 3 ცალი
არაჟანი - 500 გ
კაკაო - 4 ს.კ
შაქარი - 1/4 ჭიქა
მომზადების წესი:
შოკოლადიანი თაფლაკვერები ("პრიანიკი") ან სხვა შოკოლადიანი ნამცხვარი გაჭერით შუაზე ან სამ ფენად, თუ შესაძლებელია.
მოამზადეთ კრემი: არაჟანს დაამატეთ კაკაო, შაქარი და კარგად ათქვიფეთ. არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ ნაღებიც გამოიყენოთ.
დაალაგეთ თეფშზე 1 ფენად თაფლაკვერები, ზემოდან წაუსვით კრემი და დაალაგეთ დაჭრილი ბანანი. გაიმეორეთ იგივე პროცედურა სანამ არ დამთავრდება ინგრედიენტები. თან მუდმივად აკონტროლეთ ტორტის ფორმა. ბოლო ფენას ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
შეინახეთ მაცივარში 24 საათი, რათა კარგად გაიჟღინთოს.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |