მთავარი » ფაილები » ვიდეოები |
ყვავილოვანი კომბოსტო პამიდვრით - მარტივი და გემრიელი სამარხვო კერძი / yvavilovani kombosto pamidvrit - martivi da gemrieli samarxvo kerdzi
2017-09-11, 4:07 PM |
შემადგენლობა:
ყვავილოვანი კომბოსტო 800 გრ
კონსერვირებული პამიდორი 500 გრ
ბულგარული წიწაკა 2 ცალი
სტაფილო 2 ცალი
ხახვი 2 თავი
ნიორი 1-2 კბილი
ქინძი 20 გრ
ოხრახუში 20 გრ
მარილი გემოვნებით
შავი პილპილი გემოვნებით
ზეთი შესაწველად
მომზადების წესი:
ხახვი დავჭრათ და მოვხრაკოთ ზეთში. ფერს, რომ შეიცვლის დავამატოთ სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და სტაფილო, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ დავამატოთ ადუღებულ წყალში ბლანშირებული ყვავილოვანი კომბოსტო და ვთუშოთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ მოვასხათ კონსერვირებული პამიდორი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ნიორი. დავაფაროთ თავსახური და მოვშუშოთ მზადყოფნამდე. მზად, რომ იქნება გადმოვდგათ ცეცხლიდან და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.
უგემრიელესი სამარხვო კერძი მზადაა!
გემრიელად მიირთვით!
yvavilovani kombosto, kvavilovani kombosto, ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადება, ყვავილოვანი კომბოსტო, kulinaruli kerdzi, yvavilovani kombosto pamidvrit, gemrieli da sasargeblo kerdzi, samarxvo, kulinaria, samarkhvo kerdzi, kulinaruli receptebi, kulinaruli saiti, kulinaria, video recepti, receptebi
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |