Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვაშლის ღვეზელი ცვეტაევას რეცეპტით / vashlis ghvezeli cvetaevas receptit
2018-03-18, 2:13 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა
ცომისათვის:
750 გრ ფქვილი
300 გრ მარგარინი
1 ს.კ. შაქარი
1 კვერცხი
1 მწიკვი მარილი
1 ჩ.კ. სოდა
200 — 250 გრ არაჟანი ან მაწონი

სართისათვის:
1 კგ მკვრივი მომჟავო ვაშლი (მაგალითად, მწვანე)
600 გრ არაჟანი
350-400 გრ შაქარი
1 შეკვრა ვანილი
2 კვერცხი
2 ს.კ. სახამებელი ან პურის ფქვილი
ლიმონის წვენი 1-2 ს.კ.

მომზადების წესი:
პირველ რიგში გავასუფთავოთ ვაშლი, გავთალოთ ის, გავჭრათ ოთხად, ამოვაჭრათ კურკიანი ნაწილი. დავჭრათ დაახლოებით 3 მმ სისქის ნაჭრებათ, მოვათავსოთ თასში და მოვაპკუროთ ლიმონი, რათა არ გაშავდეს;
ახლა კი მოვამზადოთ ტაფა: ღვეზელი გათვლილია ყველაზე დიდი ზომის ტაფაზე . რა თქმა უნდა საოჯახო ღუმელის ტაფას ვგულისხმობ. გამოსაცხობი ქაღალდის დაფენა საჭირო არ არის, საკმარისია ტაფის ძირს და კედლებს კარგად წავუსვათ მარგარინი;
მოვამზადოთ ცომი: მოზრდილ თასში გავცრათ ფქვილი, დავახეხოთ (მსხვილი სახეხით) ცივი მარგარინი, სწრაფად შევურიოთ მარგარინი ფქვილს ისე, რომ მსხვილი ქვიშის მსგავსი ფხვიერი მასა მოვიღოთ;
ფქვილისა და მარგარინის ნაზავს შუაში გავუკეთოთ ღრმული და შიგნით არაჟანი მოვათავსოთ. არაჟანში ჩავყაროთ სოდა,ვანილი, მწიკვი მარილი, 1 ს.კ. შაქარი და ჩავახალოთ კვერხი. კვერცხი კარგად შევურიოთ არაჟანში, შემდეგ კი მოვზილოთ ისეთი სიმკვრივის ცომი, რომელსაც ხელით იოლად გავანაწილებთ ტაფაზე. ცომი ტაფის კედლებზეც უნდა ამოვიდეს 2-3 სანტიმეტრით;
ტაფაზე თანაბრად განაწილებულ ცომზე მოვაწყოთ ვაშლი;
ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ 2 კვერცხი, დავუმატოთ სართისათვის გათვალისწინებული ყველა დარჩენილი ინგრედიენტი. მიღებული მასა მოვასხათ ვაშლს;
გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში ( 170-180 გრადუსზე) 50-60 წუთი.

მსგავს ღვეზელს თურმე ხშირად ამზადებდნენ დიდი რუსი პოეტის, ცვეტაევას, ოჯახში. ის ტკბილ-მჟავე გემოსი გამოდის და ჩემი გული სამუდამოდ მოიგო. ახლო მომავალში ვგეგმავ გარკვეული ცვლილებები შევიტანო ამ რეცეპტში და ღვეზელი თხელი და განსხვავებული გავხადო. ექსპერიმენტის შედეგს, რა თქმა უნდა, თქვენ გაგიზიარებთ


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ცვეტაევა, ვაშლის ღვეზელი, Vashlis Perogi, ვაშლის პეროგი, vashlis gvezeli, vashlis ghvezeli, vashlis namckhvari, ვაშლის ნამცხვარი, vashlis namcxvari ნანახია: 922 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]