Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

“ბეიჯინგ ჰაო” - იხვი პეკინურად / beijing hao - ikhvi pekinurad
2013-03-22, 10:23 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 კგ-იანი იხვი,
1/4 ჭიქა მშრალი ხერესი,
4 ს.კ. მსხვილი ზღვის მარილი,
4 ს.კ. თაფლი,
5 ს.კ. სოიოს სოუსი,
ჯანჯაფილი,
1 ს.კ. სეზამის ზეთი,
1 ს.კ. შავი პილპილი,
1 ლ-ინი წყლის ჭიქა.

მომზადების წესი:
იხვს მოვაჭრათ ფრთის წინა ნაწილი და ცხიმი განსაკუთრებით კისერსა და კუდთან. იმისათვის, რომ კანსქვეშა ცხიმი გავაცილოთ, იხვი ვერტიკალურად დავკიდოთ და 3-5 ლ მდუღარე წყალი ვასხათ, სანამ იხვის კანი არ გათეთრდება. ამის შემდეგ იხვის კანი ძალიან კარგად სევამსრალოთ ხელსაწმენდით და სიგნიდან და გარედან წავუსვათ ხერესი. 10 წუთში სევაზილოთ ზღვის მარილი. ბოლოს იხვს წავუსვათ თაფლის თხელი ფენა და ამ ფორმაში 12 საათი გავაჩეროთ. ხორცი გრილ ადგილას უნდა ინახებოდეს. ღუმელი 190 გრადუსზე გავახუროთ. იხვი მოვათავსოთ საცხობ ბადეზე ისე, რომ მკერდი ზემოთ ჰქონდეს. ბადის ქვეშ შევდგათ თუნუქის ფურცელი და ზედ 1 ჭიქა წყალი დავასხათ, რომ ტენიანობა შეინარჩუნოს შეეწვის დროს. გარდა ამისა, შეწვისას ცხიმი თუნუქის ფურცელზე დაეწვეთება. იხვს ზემოდან გადავაკრათ ფოლგა და ღუმელში 1 საათის განმავლობაში გავაჩეროთ. შევურიოთ სეზამის ზეთი, ჯანჯაფილი, პილპილი და სოიის სოუსი. მომზადებული მასა წავუსვათ იხვს. მოვაშოროთ ფოლგა და ღუმლიდან გამოვიღოთ თუნუქის ფურცელი. ამის სემდეგ იხვი კვლავ შევაბრუნოთ ღუმელში და 260 გრადუს ტემპერატურაზე 25 წუთი შევწვავთ. იმისათვის, რომ იხვს ხრაშუნა კანი გაუხდეს, შეწვისას რამდენჯერმე წავუსვათ სოიოს სოუსი დ თაფლი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, ixvi pekinurad, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, beijing hao, ბეიჯინგ ჰაო, ikhvi pekinurad, იხვი პეკინურად ნანახია: 1735 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]