მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის რულეტი მწვანე ბაჟეს სოუსით / qatmis ruleti mtsvane bajhes sousit
2017-12-19, 2:52 PM |
შემადგენლობა:
800 გრ. ქათმის ფილე
500 გრ. ბეკონი
500 გრ. სოკო
2 წითელი ბულგარული წიწაკა
150 გრ. სულგუნი
1 ხახვი
2 კბილი ნიორი
ოხრახუშის ბაჟე:
300 გრ. ნიგოზი
100 გრ. ოხრახუში
1 მწიკვი წითელი წიწაკა
1/2 ჩაის კოვზი ქინძი, ხმელი სუნელი, ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელი
მომზადების წესი:
ქათმის ფილე გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და დაბეგვეთ, ისე რომ გაათხელოთ ნაჭრები, მაგრამ არ დაფლითოდ. საკვები ცელოფანი დააფინეთ სამუშაო მაგიდაზე, შემდეგ დააფინეთ ერთმანეთის მიყოლებით ბეკონის თხლად დაჭრილი ნაჭრები და ქათმის ფილე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
შიგთავი: გარეცხეთ კარგად ბოსტნეული და მწვანილი. სოკო დაჭერით წვრილად, ასევე ხახვიც, ბულგარულები დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად. ზეთიან გახურებულ ტაფაზე დაყარეთ ჯერ სოკო, შემდეგ ხახვი და ბოლოს ბულგარული. სოკო წყალს გაუშვებს, ეს წყალი კარგად რომ აორთლდება და ბოსტნეული კარგად მოიშუშება, დაუმატეთ მარილი და გახეხილი ნიორი. ეს მასა თანაბრად გადაანაწილეთ ქათმის ფილეზე. შემდეგ მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და გადაახვიეთ რულეტი, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
გადაიტანეთ რულეტი ფოლგაზე, კარგად შეფუთეთ ყველა მხრიდან. შედგით წინასწარგახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ფოლგა გახსენით, რომ ბეკონი მოიბრაწოს ზედა მხრიდან 10 წუთის მანძილზე. სანამ რულეტი ცხვება ღუმელში მოამზადეთ ბაჟე: გაატარეთ ან დააბლენდერეთ ნიგოზი და ოხრახუში. დაუმატეთ სუნელები და გახეხილი ნიორი. დაუმატეთ მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ თხელი კონსისტენცია. მოაყარეთ მარილი გემოვნებით. ბაჟეც მზადაა.
დაჭერით ოდნავ შეგრილებული რულეტი და მიირთვით ბაჯეს სოუსთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |