Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » ვიდეოები

Les Oeufs Jeanette / ფრანგული კერძი კვერცხისგან - ჟანეტი / franguli kerdzi kverckhisgan - jhaneti
2017-10-12, 4:44 PM
www.auf.ge -

6 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ს/კ დაჭყლეტილი ნიორი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 2-3 ს/კ რძე, ¼ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი, ¼ ჩ/კ მარილი, 2 ს/კ ზეთი (სასურველია არაქისის)
სოუსისთვის: 2-3 ს/კ მორჩენილი კვერცხის სატენი (ზედა რეცეპტიდან), 4 ს/კ extra-virgin ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ დიჟონური მდოგვი, 1 ს/კ ძმარი, მარილი და ახალდაფქული პილპილი
კვერცხები ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი, შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 9-10 წუთი. გადავწუროთ წყალი და კვერცხები ჩავყაროთ ყინულებიან ცივ წყალში (ცხელმა კვერცხმა ხარშვა რომ არ გააგრძელოს). გავაჩეროთ 15 წუთი. გაცივებული კვერცხები გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გულები. გულები ჩავყაროთ ჯამში, დავუმატოთ ნიორი, ოხრახუში, რძე, მარილი, პილპილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასით დავტენოთ კვერცხის ნახევრები, ისე რომ ღრმული ამოვავსოთ და ზემოდან ზედმეტს ნუ დავატყეპებთ. 2-3 ს/კ სატენი გადავინახოთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და კარგად გავახუროთ. გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ კვერცხები დატენილი მხარით ქვევით და დავბრაწოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებთ 2-3 წუთი. სატენბი ოქროსფრად რომ დაიბრაწება, კვერცხები გადმოვალაგოთ თეფშზე.
სოუსისთვის სოუსის ყველა ინგრედიენტები ჩანგლით ან კოვზით ერთად გავთქვიფოთ პატარა ჯამში და მოვასხათ კვერცხებს. მივირთვათ ცხლად.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: ვიდეოები | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 932 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]