მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ღუმელში შემწვარი ახალი კარტოფილი არომატული სუნელებით
2014-03-31, 9:19 PM |
შემადგენლობა:
კარტოფილი - 1 კგ
ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ.
წითელი წიწაკა - 1 ან გემოვნებით
ნიორი - 1-2 კბილი
მარილი
ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
ლიმონის ცედრა - 1 ს.კ.
ქინძი დაჭრილი - 2 ს.კ.
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
შეარჩიეთ პატარა კარტოფილები, იდეალურია ახალი კარტოფილი. კარგად გარეცხეთ და გაჭერით ორად. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, მოასხით 1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი, მოყარეთ მარილი და კარგად ამოურიეთ, რომ ცხიმი ყველგან მოხვდეს.
შედგით ღუმელში 30-40 წუთი, სანამ არ დაიბრაწება.
ამასობაში მოამზადეთ სოუსი. წიწაკა წვრილად დაჭერით, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი, დაღერღილი წიწაკაც. დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ლიმონის ცედრა, წვენი და 2 ს.კ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ.
მოასხით ცხელ-ცხელ კარტოფილს, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და ამოურიეთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |