მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კარტოფილისა და პამიდვრის სალათა
2014-03-22, 1:46 PM |
შემადგენლობა:
600 გ პატარა ზომის კარტოფილი
6 ს.კ. ზეითუნი ზეთი
600 გ საშუალო ზომის პამიდორი
8 ს.კ. ვაშლის ახალგამოწურული წვენი
3 ს.კ. ვაშლის ძმარი
1 პატარა კონა ოხრახუში
1 ჩ.კ. თავშავა
1 თავი თეთრი ხახვი
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
კარტოფილი ცხელ წყალში კანიანიად, ძალიან კარგად გავრეცხოთ ჯაგრისით ისე, რომ ჭუჭყი არ შეყვეს და შუა-შუა გავჭრათ. ფორმაზე წავუსვათ 2 ს.კ. ზეთი, ზედ დავაწყოთ დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ზემოდანაც მოვასხათ ცოტა ზეთი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ დაიბრაწება. პამიდორი დავჭრათ. ძმარი, ვაშლის წვენი, თავშავა, მარილი, პილპილი და ზეთი სათქვეფელათი ავთქვიფოთ და პამიდორს მოვასხათ. ხახვი და ოხრახუში ძალიან წვრილად დავჭრათ და კარტოფილთან ერთად შევურიოთ პამიდორს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |