მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
პასტა ფარფალე თხილითა და ღანძილის პესტოთი
2014-03-22, 1:18 PM |
შემადგენლობა:
35 გ თხილი
1 კონა ღანძილი
60 გ პარმეზანი
400 გ პასტა ფარფალე
8 ს.კ. ზეითუნის ზეთი
150 გ პამიდორი ჩერი
2 ღერი მწვანე ხახვი
მარილი, წითელი წიწაკა, პილპილი, შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
თხილი მოვხალოთ, კანი გავაცალოთ, გავაცივოთ და დავფქვათ. ღანძილი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და უხეში ნაწილები მოვაშოროთ. 40 გ ყველი გავხეხოთ, დავუმატოთ 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ღანძილი, თხილი და ბლენდერით ავთქვიფოთ. მიღებული პესტო შევანელოთ მარილითა და პილპილით. მოვაყაროთ მწიკვი შაქარი. ფარფალე მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. პამიდორი გავრეცხოთ და გავაშროთ. მწვანე ხახვი დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი და 2 წუთის განმავლობაში შევწვათ პამიდვრები. დავუმატოთ მწვანე ხახვი, მარილი და წითელი წიწაკა. ქვაბში მოვათავსოთ პასტა, შემწვარი პამიდვრები ხახვით და პესტო, ამოვურიოთ და მოვაყაროთ დარჩენილი ყველი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |