მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სატაცურის წვნიანი
2014-03-22, 9:03 AM |
შემადგენლობა:
250 გ სატაცური
40 გ კარაქი
40 გ ერბო
1 ლ ბულიონი
1 კვერცხის გული
3 ს.კ. რძე ან თხელი ნაღები
შაქარი, მარილი, ჯავზი და ლიმონის წვენი – გემოვნებით
მწვანილი – მოსართავად.
მომზადების წესი:
სატაცური დავარჩიოთ, გავრეცხოთ და 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად დავჭრათ. მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში. შემდეგ გადავწუროთ. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და 1-2 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ცოტა სატაცურის ნახარში და როცა წამოდუღდება, ბულიონში გადავიტანოთ. კვერცხი და რძე გავთქვიფოთ და თბილ ბულიონს შევურიოთ. წვნიანი ცხელი არ უნდა იყოს, თორემ კვერცხი აიჭრება. ვურიოთ და წამოვადუღოთ. დავუმატოთ სანელებლები, ლიმონის წვენი და სატაცური. თითოეული ულუფა მწვანილით მოვრთოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |