Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბრინჯის სამარხვო სალათი / brinjis samarxvo salata (kulinaria, mzareuli, receptebi)
2013-04-11, 2:49 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
250 გრამი ბრინჯი
1 ცალი სტაფილო
3 ცალი ხახვი
3 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი)
5 გრამი კამა
50 მილილიტრი მცენარეული ზეთი
გემოვნებით შავი პილპილი
გემოვნებით მარილი

მმომზადების წესი:
ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი მარილი და შემოვდგათ ცეცხლზე.
წყალი რომ ადუღდება ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და მოვხარშოთ.
მოხარშული ბრინჯი ამოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
ხახვი დავჭრათ წვრილად.
ბულგარული წიწაკას გამოვაცალოთ შიგთავსი და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
კამა დავჭრათ წვრილად.
გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაყაროთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და მოვშუშოთ.
მოშუშულ მასას დაუმატოთ მოხარშული ბრინჯი, აურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით.
მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
გემრიელათ მიირთვით.

ინგრედიენტების მომზადების დრო : 10 წუთი.
კერძის მომზადების დრო : 20 წუთი.
დრო მთლიანად : 30 წუთი.
მიღებული კერძის რაოდენობა : 4 თეფში
ულუფის რაოდენობა : 4
კალორიულობა ერთ ულუფაზე : 201
ცხიმიანობა ერთ ულუფაზე : 12.6 გრამი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarkhvo salatebi, samarkho salatebi, samarxo salatebi, samarxvo salatebi, samarkhvo salata, samarxvo salata, samarxo salata, samarkho salata ნანახია: 3300 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]