მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჯანსაღი კვება: მწვანე სალათი / jansaghi kveba: mtsvane salati
2018-05-13, 0:14 AM |
შემადგენლობა:
80 გრ. სალათის ფოთლები
20 გრ. მწვანე ხახვი
60 გრ. არაჟანი
2 სუფრის კოვზი სელის ზეთი
4 გრ. სელის თესლი
4 კვერცხი
100 გრ. თეთრი ლობიოს მარინადი
მომზადების წესი:
სალათის ფოთლები და მწვანე ხახვი კარგად უნდა გარეცხოთ. კვერცხი მოხარშეთ 15 წთის მანძლზე. არაჟანი და სელის ზეთი აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით. გემოსთვის შესაძლოა ლიმნის წვენიც გამოიყენოთ სურვილისამებრ. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად და ლობიოს მარინადი გადაწურეთ საწურზე. სალათის ფოთლები ხელით დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად და მოათავსეთ დიდ ჯამში. დაამატეთ არაჟნის სოუსი და კარგად მოურიეთ, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ლობიო, სელის თესლი, მოათავსეთ თეფშზე, კარგად მოხარშული კვერცხი გააგრილეთ, გააცალეთ კანი, გაჭერით სასურველ ნაჭრებად და მიირთვით სალათთან ერათად.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |