Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მანანის ბურღულის ფენქეიქები / mananis burghulis fenqeiqebi
2018-03-18, 4:31 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მანანის ბურღული 220 გ
ფქვილი 100 გ
გამაფხვიერებელი 1 პაკეტი (თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი);
მშრალი საფუარი 1 ჩ/კ
ვანილის შაქარი 1 პაკეტი
ყავისფერი შაქარი 2 ს/კ
მარილი მწიკვი
წყალი თბილი 500 მლ

მომზადების წესი:
ჯამში ჩაასხით ცოტა თბილი წყალი და გაადნეთ შიგ ყავისფერი შაქარი და მშრალი საფუარი. გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
ჩაყარეთ თასში მანანის ბურღული, ფქვილი, მარილი, ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ საფუვრიანი წყალი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა ამატეთ დარჩენილი თბილი წყალი.
როდესაც ცომი ერთგვაროვანი გახდება, დააფარეთ ჯამს ტილო და გააჩერეთ 30 წთ.
მოურიეთ ცომს. გამოაცხვეთ გახურებულ ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ბურღულეული, burghuleuli, manana, fanqeiqebi, ფანქეიქი, burguleuli, ფანქეიქები, მანამა, fanqeiqi, puncakes ნანახია: 794 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]