Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მოამზადეთ ბროკოლისა და სეზამის სალათა - ვიტამინებით მდიდარი საჭმელი / moamzadet brokolisa da sezamis salata - vitaminebit mdidari sachmeli
2018-03-07, 3:20 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
150 გრამი ბროკოლი
თეთრი ყურძენი გემოვნებით
1-2 ჩ/კ სეზამი
1 ცალი ავოკადო
40-50 გრამი ფეტა
1 ს/კ ზეითუნის ან მცენარეული ზეთი
1 ს/კ ღვინოს ძმარი
სალათის წითელი ხახვი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ბროკოლი გარეცხეთ, წითელი ხახვი გაფცქვენით. ბროკოლი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ კი ადუღებულ წყალში 3-5 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. მშრალ ტაფაზე სეზამი მოაყარეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში წვით.
2. ავოკადო და ყურძენი კარგად გარეცხეთ. ავოკადო გაფცქვენით და დაჭერით. დაჭერით ასევე ყველი ფეტაც. ბროკოლი ამოიღეთ ქვაბიდან და თეფშზე გადაიტანეთ. წითელი ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით.
3. ბროკოლს მოაყარეთ ყველი ფეტა, ავოკადო, ხახვი, სეზამი და მოასხით ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი ძმარი. ზემოდან ყურძნები დააწყვეთ. ბროკოლისა და სეზამის სალათა მზადაა!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kulinaria, vitaminebi, კულინარია, სალათა, სეზამი, ვიტამინები, ბროკოლი, brokoli, salata, sezami ნანახია: 817 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]