Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სოკოს კრემ-სუპი მერი პოპინსისგან / sokos krem-supi meri popinsisgan
2017-10-13, 1:38 PM
www.auf.ge -

4 პორცია
2 ხახვი, 300 გრ ტყის ხირციაბი სოკო, 2 ს/კ ერბო ან კარაქი, 1 კონა მწვანილის ნაკრები (ოხრახუში, მწვანე ხახვი და კამა), 400 გრ კარტოფილი, 2 მარცვალი თეთრი პილპილი, 400 მლ სოკოს ბულიონი (სოკო ბულიონის კუბიკისგან დამზადებული), 100 მლ თეთრი ღვინო, მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი, 100 მლ 36-%-იანი ნაღები, ოხრახუშის რამდენიმე ფოთოლი მოსართავად
1 კოვზ ერბოში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი სოკო. მწვანილი გავრეცხოთ და დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად. დარჩენილი ერბო გავადნოთ ტეფლონიან ქვაბში, ჩავყაროთ კარტოფილი და მწვანილი და ვთუშოთ 1-2 წუთი. დავუმატოთ თეთრი წიწაკა. დავასხათ ბულიონი და ღვინო. წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან. ამოვიღოთ თეთრი პილპილის მარცვლები და მოხარშული ბოსტნეული თავისი წვენით დავაბლენდეროთ. შევამარილ-შევაპილპილოთ. დავუმატოთ ნაღები და მოთუშული სოკო და ხახვი. სუპი ისევ შევათბოთ, დავასხათ თეფშებზე, მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით და მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 888 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]