Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სატაცურის კრემ-სუპი / satacuris krem-supi
2017-10-13, 1:36 PM
www.auf.ge -

4 პორცია
500 გრ თეთრი სატაცური, 4 ცალი მწვანე სატაცური, მარილი, ¼ ჩ/კ შაქარი, 2 ს/კ ფქვილი, 4 ს/კ კარაქი, 2 კვერცხის გული, ახალდაფქული პილპილი, მწიკვი გახეხილი ჯავზი კაკალი (მუსკატი), 125 მლ ნაღები, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში
სატაცური გავრეცხოთ. თეთრი სატაცური მთლიანად გავთალოთ, მწვანეს კი მხოლოდ ძირები ჩამოვათალოთ. სატაცურის ნათალს დავასხათ 700 მლ წყალი, შევამარილოთ, ჩავყაროთ შაქარიც დ ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. სატაცურის ბულიონი გადავწუროთ. ნათალები გადავყაროთ. გათლილი სატაცური დავჭრათ და ბულიონში ვხარშოთ 8 წუთის განმავლობაში. მოხარშული სატაცური ამოვიღოთ ბულიონიდან. მაღალბორტიან და სქელძირიან ტაფაზე კარაქში მოვხალოთ ფქვილი. ფქვილი რომ შეოქროსფერდება დავუმატოთ ბულიონი და ვადუღოთ 5 წუთი, თან ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავურიოთ ათქვეფილი კვერცხის გული, გახეხილი ჯავზის კაკალი, პილპილი და მარილი. დავმატოთ მოხარშული სატაცური და ნაღები. მოვრთოთ ოხრახუშით და მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1263 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]