Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პამიდვრის სუპი გახუხული პურით / pamidvris supi gakhukhuli purit
2017-10-13, 1:32 PM
www.auf.ge -

4 პორცია
500 გრ პამიდორი, 1 ხახვი, 1 ს/კ კარაქი, მწიკვი შაქარი, ახალდაფქული პილპილი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 ს/კ ძმარი ბალზამიკო, 2 ნაჭერი პური, 250 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2-3 კბილი ნიორი, რამდენიმე წვეთი სოუსი „ტაბასკო“, 2 ს/კ არაჟანი, მარილი
პამიდვრები გავჭრათ ოთხად. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ პამიდვრები და ცოტა ხანი კიდევ ვთუშოთ. შევასუნელოთ შაქარი, მარილი, პილპილი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და ძმარი ბალზამიკო. დავასხათ ბულიონი, ქვაბს დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში.
სანამ სუპი იხარშება, პურის ნაჭრები ორივე მხრიდან გავხუხოთ ზეითუნის ზეთში. გახუხულ პურს გავუსვათ შუაზე გაჭრილი ნივრის კბილები, განსაკუთერბულად გულდასმით ქერქის კიდეზე წავუსვათ. მოვაყაროთ მარილი.
მზა სუპი გავატაროთ საცერში ან ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ სოუსი „ტაბასკო“, გავსინჯოთ და საჭიროების შემთხევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი. დავასხათ თეფშებზე. მოვრთოთ არაჟნით და ოხრახუშის ან კამის ფოთლებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1032 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]