მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
Roast Chicken / ღუმელში დაბრაწული ქათამი / ghumelshi dabratsuli qatami
2017-10-13, 1:25 PM |
უბრალო და მოსაწყენი რეცეპტის ნაცვლად რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც საუკეთესო შედეგამდე მიგიყვანთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება ღუმელის ტემპერატურაზე გავამახვილო - გაზზე ჩამონტაჟებული თერმომეტრი ძალიან, ძალიან ხშირად იტყუება.
ახლა კი რჩევები:
· დავიწყოთ ქათმის არჩევით - რაც უფრო მაღალი ხარისხისაა ქათამი, მით უფრო გემრიელი კერძი გამოგივათ.
· ქათამს ყველა „გამოშვერილი“ ნაწილი მოაჭერით, ფრთის წვეტიანი ბოლოები, კისერი და ფეხები. მოჭრილი ნაწილები დაჭერით და საცხობ ფორმაზე დაყარეთ. ისინი ქათმისთვის დასამზადებელი სოუსი საფუძვლად გამოგვადგება. თუ გინდათ, გულმკერდის ძვალიც ააჭერით - ქათამი რომ შეიწვება, ასე უფრო მარტივად დაჭრით: კისრის მხრიდან გულმკერდზე კანი ფრთხილად აწიეთ და და მკერდის ძვალი ბასრი დანით ჯერ ჩაჭერით და მერე ფრთხილად ამოაცალეთ და გადააგდეთ.
· გარედანაც და შიგნიდანაც დაუნანებლად მოაყარეთ მარილი და პილპილი.
· თუ სურვლი გექნებათ, ქათამი ჩანგლით დაჩხვლეტილი ლიმონით, ნივრის კბილით და ქონდარას, როზმარინისა და ტარხუნის ტიპის სურნელოვანი ბალახებით დატენეთ.
· ქათამი რომ თანაბრად დაიბრაწოს, ბაწრით მჭიდროდ შეკარით.
· ქათმის შესაწვავ ტაფაზე სანელებლები დაყარეთ (მაგალითად ხახვი, ნივრის კბილები და სურნელოვანი ბალახები) და ასე სოუსის ხარისხიც გაუმჯობესდება.
· ქათამს მაღალ ცეცხლზე ნუ შეწვავთ. ზუსტი თერმომეტრი შეიძინეთ - პირადად მე, ქათამს ჩვეულებრივ, 66-70°C-ზე ვბრაწავ, სანამ ქათმის შიდა ტემპერატურა 60°C-მდე არ მიაღწევს - ამ დროისთვსი ქათამი თითქმის მზადაა. ქათამი ღუმელიდან გამოიღეთ, ცეცხლი მაქსიმალურ ზომამდე გაზარდეთ და ქათამი ღუმელში ტამდენიმე წუთით შეაბრუნეთ კანი ხრაშუნა რომ გახდეს.
ამ მეთოდს შესანიშნავი შედეგები მოაქვს, იმიტომ რომ დაბალ ტემპერატურაზე დიდხანს წვა, ქათამს სინოტივეს უნარჩუნებს. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქათმის მთელი წვენი ხორცში რჩება და საუსის დასამზადებლად აღარაფერი გვრჩება. რესტორანში სოუსს ცალკე ვამზადებთ, მაგრამ სახლში ამის კეთება ნამდვილად არ ღირს. ამიტომ ქათმის შეწვა უფრო მაღალ ტემპერატურაზე 135°C-ზე მოგიწევთ, სანამ არ შეიწვება და მერე ჩვეულებრივ დაბრაწეთ. ასეთი ტემპერატურით სოუსისთვის საკმარის წვენს მიიღებთ.
რასაკვირველია ქათმის შეწვის უამრავი მეთოდი არსებობს სხვადასხვა ტემპერატურითა და ხანგრძლივობით, მაგრამ მე ყველაზე მეტად ჩემი ვერსია მომწონს, იმიტომ რომ ქათმის შიდა ტემპერატურა 65°C-ზე მეტი თუა, ქათამი შიგნიდან იმდენად ხურდება, რომ ღუმელიდან გარეთ გამოღების შემდეგაც აგრძელებს წვას და ზედმეტად შრება.
მაღალ ტემპერატურაზე ქათმის გულმკერდისა და ბარკლების შეწვის ხანგრძლივობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ პრობლემის გადაჭრა ასე შეიძლება: წვის ხანგრძლივობა სამად გაყავით - ქათამი ჯერ ერთ გვერდზე გადაბრუნებული შეწვით, მერე მეორეზე და ბოლოს გულმკერდით ზევით. დაბალ ტემპერატირაზე წვისას კი ათასჯერ გადატრიალება-გადმოტრიალებას თავიდან აიცილებთ. ცნობისათვის, 1,5 კილოგრამიან ქათამს შეწვისთვის დაახლოებით 2,5 საათი დასჭირდება 135°C-ზე. ისიც აღსანიშნავია, რომ ძველი ყაიდის გაზქურებში ღუმელის უკანა კედელთან მეტი ტემპერატურაა, კარებისკენ კი ნაკლები. ამიტომ ასეთ გაზქურაში ქათამი რაც შეიძლება ღრმად, კისრით უკანა კედლისკენ მოათავსეთ, სადაც უფრო მეტად ცხელა.
· დაბალ ტემპერატუზარე შეწვისას ხორცში სიცხე აღარ არის და ამიტომ დამატებით გაჩერებას ანუ „დასვენებას“ აღარ მოითხოვს. 135°C-ზე ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე შემწვარ ხორცს კი გაჩერება და „დასვენება“ დასჭირდება იმისთვის, რომ ხორცში დარჩენილმა სიცხემ თავისი საქმე დაასრულოს და ხორცი საბოლოოდ მომზადდეს. დიდ თეფშზე პატარა ზომის გადაბრუნებული ჯამი მოათავსეთ და შემწვარი ქათამი კისრის მხარით ქვევით მიაყუდეთ, ხორცის მთელი წვენი, გულმკერდისკენ, ხორცის ყველაზე სქელი ნაჭრებისკენ რომ ჩავიდეს. თან ფოლგა გადააფარეთ.
· ქათმის შენაწვავი ტაფა ან ფირფიტა არ გარეცხოთ, ქათმის ნამწვავებიანად მაღალ ცეცხლზე შემოდგით. ზედ დარჩენილი ბოსტნეული დაბრაწეთ, დაუმატეთ 300 მლ ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ტაფის ფსკერიდან ზედ მიმწვარი ნაწილები აფხიკეთ. ცეცხლს დაუწიეთ და დაახლოებით 30 წუთი ხარშეთ, სოუსიდან ზედმეტი სითხე ნელ-ნელა რომ ამოორთქლდეს. 30 წუთის შემდეგ სოუსი საცერში გადაფილტრეთ და ისევ შემოდგით ცეცხლზე, სანამ თქვენთვის სასურველ სისქემდე არ დავა და ბოლოს ცივი კარაქის პატარა კუბიკი შეათქვიფეთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |