მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
Buttered Cabbage / კომბოსტო კარაქში / kombosto karaqshi
2017-10-13, 1:14 PM |
ეს ძალიან უბრალო რეცეპტია: არავითარი მდუღარე მარილწყალი, არავითარი ბლანშირება, არანაირი ხელმეორედ გაცხელება, არავითარი გადახარშული ფაფა. კომბოსტოს ეს რაოდენობა 4 პორცია გარნირს ძლივს ყოფნის, იმიტომ რომ თუშვისას ზომაში საკმაოდიკლებს.
1 დიდი თავი კომბოსტო, ან 2 პატარა თავი სავოის კომბოსტო, 150 გრ კარაქი, მარილი და პილპილი
ჩვეულებრივ კომბოსტოს პირველი ორი ფენა ფოთლები ავაცალოთ (სავოის სემთხვევაში ზედა 3 ფენა). ნუ დაგენანებათ, კომბოსტოს ზედა ფოთლები უხეში და უგემურია. კომბოსტოს გაუხეშებული ძირიც მოვაჭრათ და ფოთლები აკურატულად დავაცალკევოთ. ფოთლებს სათითაოდ ამოვაჭრათ შუა, უხეში ძარღვი და გადავაგდოთ. ფოთლები დავჭრათ კუბიკებად.
თავსახურიან ალუმინის ქვაბში გავადნოთ კარაქი საშუალო ცეცხლზე. კარაქი რომ აშიშხინდება (ოღონდ არ დაგვეწვას და გაგვიყავისფრდეს!) დავუმატოთ კომბოსტო. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარგად ამოვურიოთ და ქვაბს თავსახური დავაფაროთ. კომბოსტო 5-10 წუთში მზად იქნება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებილი რა ზომაზე დაჭერით ფოთლები. ასე, რომ ყურადღება მიაქციეთ.
კომბოსტო ძალიან გემრიელი გამოვა და მწვანე ფერსაც შეინარჩუნებს, სავოის კომბოსტოს შემთხვევაში. არ დაგავიწყდეთ, ქვაბი შიგადაშიგ შეაჯანჯღარეთ ან ამოურიეთ კომბოსტო რომ ფსკერზე არ მიიწვას. კომბოსტო კარაქსა და საკუთარ წვენში მოითუშება. განისჯეთ და საჭიროების შემთხვევაში მარილი დაუმატეთ“.
(ჰესტონ ბლუმენტალი „მოლეკულური გასტრონომია“)
საუკეთესო სუვილებით, თქვენი მადამ დუროვა
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |