Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კომშის თეთრი მარმელადი / komshis tetri marmeladi
2017-10-13, 12:49 PM
www.auf.ge -

ინგრედიენტები: 1 კგ კომში, 2 კგ შაქარი, 1 ლ წყალი
კომში გავრეცხოთ, გავთალოთ და ამოვაჭრათ გული. თითო კომში გავჭრათ ოთხად და სასწრაფოდ ჩავალაგოთ ცივ წყალში. თეთრი მარმელადის მოსახარშად ემალირებული ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი დაგვჭირდება. ასე კომშს გამუქებისგან დავიცავთ. შაქრისა და წყლისგან მოვადუღოთ სიროპი. სიროპს შაქრის „მარგალიტებად“ ადუღებამდე ვხარშავთ, ანუ ზედაპირზე მარგალიტივით ბუშტების გაკეთებას რომ დაიწყებს. ცალკე, თავდახურულ ქვაბში ცოტა წყალთან ერთად მოვთუშოთ კომშმი, სანამ არ დარბილდება. მერე ვაქციოთ პიურედ და დავუმატოთ სიროპს, შემოვდგათ ცეცხლზე და დავტოვოთ ზედაპირზე ბუშტების გაკეთებას სანამ არ დაიწყებს. გადავდგათ ცეცხლიდან, ცოტა შევაგრილოთ, გადავასხათ ფორმაში, სადაც უნდა გაშრეს და თავზე პერგამენტის ქაღალდი დავაფაროთ. მარმელადი ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღის განმავლობაში შრება. საბოლოოდ რომ გაშრება კუბიკებად დავჭრათ და პერგამენტჩაფენილ კოლოფებში შევინახოთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1492 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]