მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კრევეტების კოქტეილი კლასიკურად / krevetebis koqteili klasikurad
2017-10-12, 5:05 PM |
4 პორცია
400 გრ მოხარშული კრევეტები, 1 პატარა თავი გარეცხილი და გასუფთავებული სალათი ლატუკის ფოთლები, 5 თავშედგმული ს/კ მაიონეზი, 5 ს/კ კუბიკებად დაჭრილი კან და თესლგაცლილი პამიდორი, 2 ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი, 2 /კ გახეხილი პირშუშხა, რამდენიმე წვეთი ტაბასკოს სოუსი, 1-2 ს/კ ლიმონის წვენი, დაფქული პაპრიკა ზევიდან მოსაყრელად, 4 ჩ/კ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, პილპილი.
გავარჩიოთ კრევეტები, 4 ცალი მოსართავად შევინახოთ. (გაყინულ კრევეტებს თუ იყიდით, აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე გაალღვეთ და წყალქვეშ ნუ დადებთ, თორემ უგემური გახდება და მერე ძალიან ფრთხილად შეაცხელეთ, ზედმეტი თუ მოგივათ, ისევ და ისევ უგემური გახდება.) სალათის ფოთლები გავანაწილოთ კოქტეილის ჭიქებში. ზემოდან დავალაგოთ კრევეტები და მოვაყაროთ პილპილი. ერთმანეთში გადავურიოთ მაიონეზი, ტაბაკო, ვორჩესტერი, პირშუშხა, პამიდორი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი და კოვზით მოვაწუწოთ კრევეტებს. თავზე მოვაფქრვიოთ პაპრიკა და მოვაყაროთ მწვანე ხახვი. მოვრთოთ მოსართავად გადანახული კრევეტით და მივირთვათ შავ პურთან ერთად - ძალიან უხდება!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |