Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღვინოსა და ბურახში მოხარშული კიბორჩხალები / ghvinosa da burakhshi mokharshuli kiborchkhalebi
2017-10-12, 4:56 PM
www.auf.ge -

16 საშუალო ზომის კიბორჩხალა, 500 მლ ბურახი, 100 მლ წითელი ღვინო, 5 მარცვალი სურნელოვანი პილპილი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა კამა, მარილი
ცოცხალი კიბორჩხალები დაახლოებით 1 საათით წყლით სავსე დიდ ჭურჭელში ჩავსვათ და ვაცურაოთ (რომ მოისაქმონ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გარანტირებულად გამოუსუფთავდეთ), მერე რეზინის ხელთათმნებიანი ხელებით ამოვიყვანოთ და ფრთხილად, მაგრამ გულდასმით გავრეცხოთ. გავრეცხოთ მწვანილიც და შევაშროთ. რამდენიმე ტოტი კამა და ოხრახუში კერძის გასაფორმებლად გადავინახოთ. ქვაბში ჩავასხათ ბურახი და ღვინო. დავუმატოთ მარილი და მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ჩავალაგოთ კიბორჩხალები (რამდენიც ჩაეტევა). ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, პილპილი მარცვლები და მწვანილი. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი. ყველა კიბორჩხალა რომ მოიხარშება, დავალაგოთ დიდი ზომის ლანგარზე და მოვრთოთ მწვანილით.
მივირთვათ ლუდთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როგორ მოვამზადო, rogor movamzado, receptebi, რეცეპტები, recepti, kulinaria, mzareuli, მზარეული, რეცეპტი, კულინარია ნანახია: 727 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]