Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჩაიში მოხარშული ფერადი კვერცხები ფორთოხლის ჩათნისთან ერთად / chaishi mokharshuli feradi kverckhebi fortokhlis chatnistan ertad
2017-10-12, 4:48 PM
www.auf.ge -

2 ცალი ვაშლი, 2 ცალი ფორთოხალი, 125 გრ ქიშმიში, 60 გრ შაქარი, ½ ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი, ¼ ჩ/კ გახეხილი ჯავზის კაკალი, ½ ჭ წითელი ღვინის ძმარი, 250 გრ წითელი მოცვის კონფიტიური, 2 ს/კ ფორთოხლის კონფიტიური; 8 კვერცხი, 2 ს/კ მარილი, 3 ს/კ მაგარი შავი ჩაი, 1 ჩ/კ მარილი და სხვადასხვა სანელებლები (ვარსკვლავა ანისულა, კამის თესლი, დარიჩინი, მიხაკი და პილპილი)
ვაშლი და ფორთოხალი გავთალოთ და კუბიკებად დავჭრათ და ქიშმიშთან, შაქართან, სანელებლებთან და მარილთან ერთად ძმარში მოვთუშოთ დაახლოებით ნახევარი საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე, სანამ მთელი მასა ფაფად არ იქცევა. დავუმატოთ კონფიტიურები და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. გამზადებული სოუსი „ჩატნი“ ჩავასხათ მინის ქილებში და თავსაზური მჭიდროდ დავახუროთ.
ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი ცივი წყალი, ჩავაყაროთ მარილი და კვერცხები ჩავალაგოთ. წამოვადუღოთ და მერე დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვხარშოთ. მოხარშული კვერცხები მაგიდის ზედაპირზე დავაგოროთ, ხელით ცოტათი დავაწვეთ და მსუბუქად დავსრისოთ, ისე რომ კვერცხის ნაჭუჭი დაიბზაროს, მაგრამ არ გაიფცქვნას. კიდევ ერთხელ ავადუღოთ 1 ლ წყალი, ჩავყაროთ მარილი, ჩაი და სანელებლები, ჩავალაგოთ კვერცხები და ვხარშოთ სანამ კვერცხის ნაჭუჭი მუქი ყავისფერი არ გახდება. ცეცხლი გამოვრთოთ და კვერცხები ჩაის მარინადში კიდევ ნახევარი საათი გავაჩეროთ, მერე გავფცქვნათ და მივირთვათ ფორთოხლის ჩატნისთან ერთდ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 770 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]