Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Daffodil Cake „Betty Crocker Cookbook“-იდან (1970წ.) / ვინტაჟური ნამცხვარი სარვამარტოდ / vintajhuri namckhvari sarvamartod
2017-10-12, 4:32 PM
www.auf.ge -

1 ჭ ფქვილი, 1 ს/კ შაქარი, 12 კვერცხის ცილა, 1 ½ ჩ/კ ღვინის ქვა (იყიდება აფთიაქებში), ¼ ჩ/კ მარილი, ¾ ჭ შაქარი, 6 კვერცხის გული, 1 ½ ჩ/კ ვანილი, 1 ჩ/კ ლიმონის ახალგახეხილი ცედრა;
ლიმონის სარკალასთვის: 1 ½ ჭ შაქრის პუდრა, 1ს/კ ლიმონის ცედრა, ¼ ჭ ახალდაწურული ლიმონის წვენი
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. ფქვილი და 2 ს/კ შაქარი ერთმანეთში ავურიოთ და გვერდზე გადავდოთ. ცალკე დიდი ზომის ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, მარილი და ღვინის ქვა, სანამ ბეზე ფორმის შენარუნებას არ დაიწყებს. დავუმატოთ ¾ ჭ შაქარი თითო-თითო კოვზად და ვთქვიფოთ სანამ ბეზე ბოლომდე არ გამაგრდება (ჯამს რომ გადმოვაბრუნებთ, ბეზე ადგილიდან არ უნდა იძროდეს). ძალიან ფრთხილად, ხის კოვზით გადავურიოთ ლიმონის ცედრა და ვანილი. მეორე ჯამში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში მიქსერით ვთქვიფოთ კვერცხის გულები, სანამ ღია ლიმონისფერი ყვითელი არ გახდება და გვერდზე გადავდგათ.

ფქვილისა და შაქარის ნარევი თითო-თითო მეოთხედად ძალიან ფრთხილად გადავურიოთ კვერცხის ცილებში და ამ მასის ნახევარი ასევე ფრთხილად ჩავურიოთ ათქვეფილ კვერცხის გულებში. ავიღოთ კექსის საცხობი ფორმა, დავცხიმოთ და ერთდროულად დავიწყოთ თეთრი და ყვითელი ცომების ჩასხმა. ცომის ჩასხმას რომ მოვრჩებით სხვადასხვა ფერის ცომები ერთმანეთში დანის წევრით ფრთხლად გადავურიოთ (ჭრელი ნამცხვარი რომ გამოვიდეს). შევდგათ გახურებულ ღუმელში და დაახლოებით 35-40 წუთი. მზა კექსის ზედაპირს თითს ფრთხილად რომ დააჭერთ, ზამბარასავით უცებ უნდა სწორდებოდეს. ფორმაშივე ბოლომდე გავაგრილოთ.
კექსი რომ გაგრილდება, უკვე სარკალას დამზადებაც შეიძლება: პატარა ჯამში ერთმანეთში ავურიოთ შაქრის პუდრა და ლიმონის ცედრა. თითო-თითო სუფრის კოვზად დავუმატოთ ლიმონის წვენი და კოვზით გავქნათ (არ ათქვიფოთ!). გამზადებული სარკალა ფორმიდან ამოღებულ კექსს თავზე მოვაწუწოთ და გემრიელად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 787 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]