Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კვარაბია - მეგრული ყველიანი კვერი / kvarabia - megruli kveliani kveri
2017-10-12, 2:24 PM
www.auf.ge -

დღეს მეგრული სამზარეულოს კიდევ ერთ გემრიელობას წარმოგიდგენთ - ყველიან კვერებს ანუ კვარაბიას. რომელიც თავისი შინაარსით ყველიან ვარენიკებს გავს, ოღონდ ჩვენი რესტორნების გასაგონად კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტო, რომ კვარაბია კვერია და შესაბამისად, ზომაში გაყინულ ვარენიკზე (რომელსაც ჩვენი რესტორნები გვატენიან მეგრული კვერის სახელით) ორჯერ დიდია და თან , როგორც კვერს შეეფერება, მრგვალი ფორმა აქვს. განსაკუთრებით კირკიტა მკითხველი შემომედავება, ფორმას რა ჭკუა აქვსო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაგალითად „ფლოტსკი ბორში“ დანარჩენი ბორშებისგან მხოლოდ ბოსტნეულის დაჭრის ფორმის მიხედვით განსხვავდება; ომლეტი ერთი მხრიდან შემწვარო ერბო კვერცხია, ფროტატა კი ორივედან და ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია. ასე რომ, დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს თანაც, ვარენიკებს უფრო მშრალი და მარილიანი ყველით აკეთებენ და მას კარაქწასმულს ან არაჟანთან მიირთმევენ, კვარაბია კი სახაჭაპურე ყველისგან კეთდება და დამოუკიდებელი კერძია.

ერთის სიტყვით, კვარაბიის გაკეთებას თუ განიზრახავთ უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილისა და თბილი წყლისგან მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი. ფქვილში სულ ცოტა მარილის დამატებაც არ დაგავიწყდეთ. კვარაბიის ცომი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ, განაჩერები ცომი ხარშვისას ჩაიშლება. დიდი ქვაბით დაადგით წყალი. სანამ წყალი ადუღდება, დაფშვენით სახაჭაპურე ყველია, ცომი გუნდებად დაწყვიტეთ და მინი-ხაჭაპურები გააკეთეთ - ხსნადი ყავის ფინჯნის ლამბაქის ზომის. წყალი რომ ადუღდება კვარაბიები ფრთხილად ჩაყარეთ მდუღარეში დაახლოებით 3-4 წუთით. ამოტივტივებული კვარაბია მზადაა. არ გადაგეხარშოთ, თორემ ჩაგეშლებათ და ერთბაშად ბევრსაც ნუ ჩაყრით, ქვაბის ზომის მიხედვით ნაწილ- ნაწილ ხარშეთ.
ძალიან გემრიელია კარაქში დაბრაწული განაცხელები კვარაბიებიც.
გემრიელად მიირთვით!



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1691 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]