Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფონდიუ ნევშატელიდან / fondiu nevshatelidan
2017-10-12, 8:08 AM
www.auf.ge -

1 კბილი ნიორი, 0,3-0,4 ლ თეთრი ღვინო (სასურველია ნევშატელიდან), 300-400 გრ ყველი „გრუიერი“, 300-400 გრ ყველი „ემენტალი“, 1 ჩ/კ სიმინდის ფქვილი, 40 მლ ბლის არაყი, 1 მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი, 1 მწიკვი ახალდაფქული თეთრი პილპილი, 500 გრ -1 კგ თეთრი პური

ნიორი გავფცქვნათ, შუაზე გავჭრათ და გაჭრილი მხრით წავუსვათ ფონდიუს დასამზადებელ სპეციალური ქვაბი კაკელონის შიგნითა კედლებს, ნივრის სუნი კარგად რომ აუვიდეს (ნივრის დაჩეჩქვა და პირდაპირ კაკელონში ჩაყრაც შეიძლება, მაგრამ ასე უფრო დელიკატურ გემოს აძლევს). კაკელონში ჩავასხათ ღვინო და დაალ ცეცხლზე შევათბოთ. სანამ ღვინო თბება, ყველი დავჭრათ კუბიკებად, ჩავყაროთ ღვინოში და მრევა-მორევით გავადნოთ საშუალო ცეცხლზე. სიმინდის ფქვილი გავხსნათ ბლის არაყში და ჩავასხათ გამდნარ ყველში. დავუმატოთ ჯავზის კაკალი და პილპილი. კაკელონი გაზიდან გადმოვდგათ და თავის სადგამზე დავაყენოთ და შევუნთოთ დაბალი ცეცხლი - ისე რომ ყველის ტემპერატურა მუდმივად დუღილის ზღვარზე იყოს, მაგრამ არ დუღდეს.
თეთრი პური დავჭრათ 3 სმ-იან კუბიკებად და ჩავყაროთ თასში და მაგიდასთან ისე გავიტანოთ.
ფონდიუს ჭამის პრინციპი ასეთია. თითოეული სტუმარი საკუთარ ფონდიუს ჩანგალს (პაწაწუნა შამფურებს) ჩაარჭობს პურის კუბიკში და ჩააწობს მდუღარე ყველში. პურის კუბიკი ყველით კარგად რომ გაიჟღინთება, სულს შეუბერავს და პირისკენ გააქანებს.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 716 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]