Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Cassata Italiana / იტალიური კასატა / italiuri kasata
2017-10-12, 7:56 AM
www.auf.ge -

ტორტისათვის: 1 მართკუთხედი ბისკვიტის ფირფიტა (შეგიძლიათ უკვე მზა "მედოკის" ან "პოლ რობსონის" ფირფიტები იყიდოთ) , 500 გრ ყველი რიკოტა, 2 ს/კ ნაღები, 60 გრ შაქარი, 3 ს/კ ფორთოხლის ლიქიორი, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი დაშაქრული ხილი, 50 გრ შავი შოკოლადი, 300 გრ რძიანი შოკოლადი, 6 ს/კ მაგარი შავი ყავა, 250 გრ კარაქი, დაშაქრული ხილი ტორტის მოსართავად
ბისკვიტისთვის: 250 გრ კარაქი, 250 გრ შაქარი, 4 კვერცხი, 1/16 ლ რძე, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 1მწიკვი მარილი, 300 გრ ფქვილი, 200 გრ კარტოფილის სახამებელი, 1 ჩ/კ სოდა. კარაქი და დაფქული ორცხობილა საცხობი ფორმისთვის
ამ ცომის მომზადებისთვის კარაქი, რძე და კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ამიტომ ისინი წინასწარ გამოიღეთ მაცივრიდან და რამდენიმე საათი ოთახში გააჩერეთ. ფქვილი, სახამებელი და სოდა ერთმანეთში აურიეთ. ღუმელი გააცხელეთ 180°C-მდე. საცხობ ფირფიტას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ დაფქული ორცხობილა. შაქარი და კარაქი კარგად ათქვიფეთ, მასა თითქმის თეთრი რომ გახდება, სათითაოდ ჩაათქვიფეთ კვერცხები. მერე ძალიან ფრთხილად ჩაურიეთ რძე, ვანილი და მარილი. სულ ბოლოს ხის კოვზით გადაურიეთ ფქვილი. დაასხით საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 15-20 წუთი. მერე შეამოწეთ ხის ჩხირით გაოცხვა თუ არა, დამატება თუ ჭირდება ღუმელი გამორთეთ და ბისკვიტი ცოტა ხანი ღუმელში გააჩერეთ, ნუ გამოიღებთ. რომ გამოიღებთ კიდევ 10 წუთი ფორმაში გააჩერეთ და მხოლოდ მერე ამოიღეთ ფორმიდან... (საკმაოდ პრეტენზიული ცომია, ამიტომ მისი გამოცხობა თუ გეძნელებათ, შეგიძიათ კასატასთვის ნებისმიერი მზა ბისკვიტი, თუნდაც თაფლიანი ან კაკაოიანი მშვიდი სინდისით გამოიყენოთ. 1 "ჟაროვნა" ყოფნის)
გამომცხვარ ბისკვიტს ქერქი ავათალოთ და 4 ნაწილად გავჭრათ. რიკოტა, ნაღები, ფორთოხლის ლიქიორი და შაქარი ერთმანეთში გადავურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი დაშაქრული ხილი და დატეხილი შავი შოკოლადი. ბისკვიტის სამ ნაჭერს წავუსვათ რიკოტას კრემი, ერთმანეთზე დავალაგოთ და თავზე მეოთხე ფენა ბისკვიტი დავაფაროთ, თან ხელით ოდნავ დავაწვეთ - ფენები ერთმანეთზე მჭიდროდ რომ დაჯდეს. 2 საათით მაცივარში შევდგათ. შოკოლადი და ყავა წყლის აბაზანაზე გავადნოთ, შევაგრილოთ და თოთო-თითო კოვზად ჩაავთქვიფოთ ათქვეფილ კარაქში. შოკოლადის კრემი მაცივარში ჩავაცივოთ. ჩაცივებული კასატა შოკოლადის კრემით მოვრთოთ და ზემოდან დაშაქრული ხილი მოვაყაროთ. ტორტს ალუმინის ფოლგის ნაჭერი გადავაფაროთ და 1 დღით მაცივარში ან ორი საათით საყინულეში შევდგათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 920 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]