Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Sicilian Cassata - სიცილიური კასატა / siciliuri kasata
2017-10-12, 7:55 AM
www.auf.ge -

1 ტორტის ბისკვიტი, 1 ჭ შაქარი, 2 ჭ ყველი რიკოტა, 100 გრ შოკოლადი, 1 ჭ დაშაქრული ხილის ნარევი (ალუბლის, ფორთოხლის, მსხლის, ლიმონის და ანანასის ცუკატები), 1 ჩ/კ ვანილი, 4 ს/კ შაქარი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 30 მლ ლიქიორი „Maraschino”, 1 ს/კ გახეხილი ფორთოხლის ცედრა, 4 ს/კ დამბალი და გაწურული ქიშმიში, 1 ს/კ კედრის კაკალი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 2 ს/კ დაჭრილი ფსტის კაკალი.
მოსართავად: 4 კვერცხის ცილა, 350 გრ შაქარი, 3 ს/კ ლიმონის წვენი. 300 გრ მარციპანის მასა (სასურველია მწვანე ფერის), შაქრის პუდრა მარციპანის გასაბრტყელებლად და დაშაქრული ხილის ნაჭრები.
ტორტის ბისკვიტს ავათალოთ ქერქი და დავჭრათ თხელ ფენებად. გასაშლელი ტორტის ფორმაში ფსკერზე ჩავაფინოთ ბისკვიტის ფენა და გვერდებშიც ამოვაფინოთ. შაქარი გავადნოთ ძალიან ცოტა წყალში და გადავურიოთ რიკოტაში. შოკოლადი დავაქუცმაცოთ. დაშაქრული ხილი დავჭრათ პატარა კუბიკებად და შოკოლადთან, ვანილთან, ფორთოხლის ცედრასთან, დარიჩინთან, ქიშმიშთან და კაკლებთან ერთად დავუმატოთ რიკოტას. ბისკვიტი დავნამოთ ლიქიოროთ და მერე ამოვავსოთ რიკოტას კრემით, თავზეც დავაფაროთ ბისკვიტის ფენა. ჩავაცივოთ რამდენიმე საათის განმავლობაში.
სარკალასთვის კვერცხის ცილები გავქნათ ჩანგლით (ნუ ათქვიფავთ, გასრისეთ) და ნელ-ნელა დავუმატოთ შაქრის პუდრა. მასა თეთრი სარკალის კონსისტენციის რომ გახდება, ბოლოში თითო-თითო წვეთად ჩავამატოთ და გადვურიოთ ლიმონის წვენი. ტორტი ფორმიდან ამოვიღოთ და თავზე სარკალა მოვასხათ. მარციპანი გავაბრტყელოთ, მისგან ტორტის გარშემოწერილობის სიგრძის და ტორტის სიმაღლის მქონე სიგანის ლენტი გამოვჭრათ და ტორტს ირგვლივ შემოვახვიოთ. მერე ზემოდან დავალაგოთ დაშაქრული ხილი და მოვრთოთ სარკალას ორნამენტებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 962 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]