Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კლასიკური კასატას რეცეპტი / klasikuri kasatas recepti
2017-10-12, 7:43 AM
www.auf.ge -

5 ს/კ ნაღები, 200 გრ შაქრის პუდრა, 500 გრ რიკოტა ან ხაჭო, 1 ს/კ ვანილის შაქარი, 150 გრ ქიშმიში, 50-50 გრ ლიმონის და ფორთოხლის ცედრის ცუკატები, 100 გრ კრაჭუნა ალუბალი, 5-5 ს/კ კედრის კაკალი და ფსტის კაკალი, 100 გრ შავი შოკოლადი, 1 მართკუთხედი ბისკვიტის ფირფიტა, 40 მლ ლიქიორი „მარასკინო“
ბისკვიტი: 4 კვერცხი, 180 გრ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 3-4 ს/კ ცივი წყალი, 150 გრ ფქვილი, 100 გრ სახამებელი, 1 ჩ/კ სოდა ან 3 ჩ/კ საცხობი ფქხვნილი
საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ დაფქული ორცხობილა. ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. კვერცხების გულები და ცილები დავაცალკევოთ. კვერცხის გულები, შაქრის ნაევარი და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე. ცილები და წყალი ავთქვიფოთ ცალკე. ბეზე კარგად თუ არ შეიკრა, დავუმატოთ დარჩენილი შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა. ბეზე გოგლი-მოგლში ფრთხილად გადავურიოთ ხის კოვზით. ერთმანეთში არეული ფქვილი, სახამებელი და სოდა ფრთხილად ჩავაცრათ და გადავურიოთ კვერცხის მასაში. დავასხათ საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი. 25 წუთის შემდეგ ხის ჩხირით შევამოწმოთ ბისკვიტის მზაობა. გამოვიღოთ, 10 წუთი ფორმაში გავაჩეროთ, მერე ფრთხილად გადმოვიღოთ ფორმიდან და ცხაურზე გავაგრილოთ. სანამ ფენებად დავჭრით 5-6 საათი მაინც გავაჩეროთ.
შაქრის პუდრა, ნაღები და რიკოტა ერთმანეთში გადავურიოთ. დავუმატოთ ვანილის შაქარი და 12 საათით მაცივარში შევდგათ. ქიშმიში გავრეცხოთ და დავწრიტოთ. ფორთოხლის და ლიმონის ცუკატები დავჭრათ პატარა კუბიკებად. რამდენიმე ცალი კრაჭუნა ალუბალი, კედრის კაკალი და ფსტის კაკალი მოსართავად გადავინახოთ, დანარჩენი კი დავჭრათ წვრილად. შოკოლადიც დავაქუცმაცოთ. ბისკვიტი გავჭრად ოთხ ნაწილად და დავნამოთ ლიქიორით. ხილი და კაკლები შოკოლადთან ერთად დავუმატოთ რიკოტას კრემს. მართკუთხა ფორმაში ჩავაფინოთ ბისკვიტი და გვერდებზეც ბისკვიტის ნაჭრები ამოვაფინოთ, ამოვავსოთ რიკოტას კრემით და თავზე ბისკვიტის მეოთხე ფენა დავაფაროთ. 2-3 საათით საყინულეში ან 8-10 საათით მაცივარში შევდგათ. ტორტი რომ გაიყინება, მოვრთოთ ათქვეფილი ნაღების კრემით და გადანახული ხილით.
ნაღების კრემი: 500 მლ ცხიმიანი ნაღები და 100 გრ შაქრის პუდრა ავთქვიფოთ კრემისებური მასისი მიღებამდე.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 803 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]