Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Pommes puree / კარტოფილის პიურე - სარესტორნო ვერსია / kartofilis piure - sarestorno versia
2017-10-12, 7:32 AM
www.auf.ge -

ამ კერძს ჩვენს რესტორანში მხოლოდ და მხოლოდ კარაქზე და რძეზე ვამზადებთ - მაგრამ ძალიან ბევრი კარაქი მიგვდის, დაახლოებით 400 გრამი კარაქი 1 კილო კარტოფილზე. ამ პიურეს მარტო ბავშვებისთვის თუ ვამზადებ, ნაკლებ კარაქვს ვხმარობ (დაახლოებით 200 გრამს კოლოგრამზე), მაგრამ თუ საზეიმო წვეულებითვის გვინდა, მაშინ კარაქის ოპტიმალური რაოდენობა კილოზე 300 გრამია. მის დასამზადებლად ყველაზე კარგი ხელსაწყო გიგანტური ნივრის საჭყლეტის მსგავის კარტოფილის საჭყლეტია, მაგრამ ბოსტნეულის ჩვეულებრივი საჭყლეტი ან სახეხიც გამოდგება.
კარაქი დაახლოებით 2,5 სმ-ს კუბიკებად დავჭრათ და დიდ ჯამში ჩავყაროთ. ცხელი კარტოფილი საჭყლეტში ჩავყაროთ და კარაქის კუბიკების თავზე „გამოვპრესოთ“. კარტოფილს საცერში ან ბლენდერში ნურავითარ შემთხვევაში ნუ გაატარებთ, თორემ საშინელი წებოვანი მასა გამოგივათ.
კარტოფილისა და კარაქის ერთმანეთში არევის შემდეგ, პიურეს ჩვენთან რესტორანში სპეციალურ ძალიან წვრილ მემბრანიან საცერში ვატარებთ და საოცრად ჰაეროვანი მასა გამოდის, მაგრამ სახლის პირობებში იგივეს გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა მსგავსი შესაძლებლობა თუ მოგეცათ, ძალიან გირჩევთ, ერთხელ მაინც სცადეთ. ამ პიურეს დამზადება წინასწარ შეიძლება და მაცივარში 2-3 დღე შესანიშნავად ინახება.
ჭამის წინ, ძალიან დაბალ ცეცხლზე ქვაბში გააცხელეთ და უწყვეტი თქვეფა-თქვეფით დუღილამდე მიყვანილი რძე შეათქვიფეთ. ამ სტადიაზე პიურეში ცოტაოდენი მდნარი ყველის, წვრილად დაჭრილი მწვანილის ან მარცვლებიან მდოგვის დამატებაც შეიძლება“.
(„მოლეკულური გასტრონომია“ ჰესტონ ბლუმენტალი)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, მზარეული, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 851 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]