ამ შემთხვევაში კარტოფილი ტრადიციულ პიურეს არ გავს, ის უბრალოდ დაჩეჩქვილი და დასრესიალია, და პატარა ზომის ნატეხებიან არაერთგვაროვანი მასა გვაქვს. კარტოფილი ჩანგლით დასრისეთ, დაუმატეთ კარაქი ან ზეითუნის ზეთი და სხვა ინგრედიენტებიც, თქვენი გემოვნებით. მაგალითად: შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, მწვანე ხახვი, ქინძი ან რეჰანი), კან და თესლგაცლილი წვრილად დაჭტილი პამიდორი, დაჭყლეტილი ზეთის ხილი, კაპერსები ან წვრილად დაჭრილი და დაბრაწული ბეკონი.
და კვლავაც, პიურეს მაშინათვე ჭამას თუ არ აპირებთ, ჯერ ნურაფერს დაუმატებთ, პირდაპირ მაცივარში შეინახეთ. დაჩეჩქვილი კარტოფილის გაცხელება ჭამის წინ ღუმელშიც შეგიძლიათ, და რაღაც-რუღაცეები უკვე გაცხელებულს დაუმატეთ.