Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზის გემრიელი პროფიტროლები / tevzis gemrieli profitrolebi
2017-10-09, 12:27 PM
www.auf.ge -

40 პატარა შუსთვის: 125 მლ რძე, 100 გრ კარაქი, მარილი, 150 გრ ფქვილი, 4 კვერცხი, 300 გრ შებოლილი თევზი (მაგალითად ქაშაყი ან სკუმბრია), 200 მლ არაჟანი, 1 კონა კამა, ლიმონის გახეხილი ცედრა, თეთრი პილპილი

რძე, 125 მლ წყალთან, ¼ ჩ/კ მარილთან და კარაქთან ერთად მივიყვანოთ ადუღებამე. ჩავაყაროთ ფქვილი და მორევა-მორევით ვხარშოთ მაგარი ცომის მიღებამდე (გამზადებული ცომი ქვაბის კელებიდან მოშორებას დაიწყებს). ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ოდნავ შევაგრილოთ. ჯერ კიდევ თბილ ცომში სათითაოთ ჩავაზილოთ კვერცხები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. საცხობ ფიფიტას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო შპრიცში და საცხობ ფირფიტაზე დავაჯინოთ პატარა ვარსკვლავები ან ყვავილები (პროფიტროლების დასმა შპრიცის გარეშე ჩაის კოვზითაც შეიძლება, მაგრამ მაშინ იდეალური ფორმის არ გამოვა). გამოვაცხოთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. ცხობის პროცესში ღუმელის კარს ნუ გააღებთ, თორემ ნამცხვარი ჩავარდება! გამომცხვარი პროფიტროლები შუაზე გავჭრათ და გავაციოთ. თევზი გავასუფთაოთ ფხებისგან (ასეთის არსეობის შემთხვევაში) და დავჭრათ კუბიკებად და ბლენდერის მეშვეობით გავაკეთოთ პიურე. კამა დავჭრათ წვრილად და არაჟანთან ერთად შევურიოთ თევზის მასაში. მიღებული კრემს დავუმატოთ მარილი, პილპილი და ლიმონის ცედრა. ჭამის წინ კრემით დავტენოთ უკვე გაცივებული პროფიტროლები.
ეს კერძი მომზადებისას იმპროვიზირების საშუალებასაც იძლევა: მაგალითად სანამ გამოაცხობთ პროფიტროლებს შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამის მარცვლები, დაჭრილი ფსტის კაკალი ან ხაშხაში (კულინარიული სამართლიანობა თუ აღდგა და ოდესმე გაყიდვაში თუ შემოვიდა). თევზის კრემი კი ყველის კრემით ან პაშტეტით შეცვალოთ. ამისათვის: ყველის კრემი - გავხეხოთ 75 გრ კარაქი. 200 გრ რბილი ბრინზა დავჭრათ კუბიკებად და კარგად გადავზილოთ კარაქში. დავუმატოთ 50 გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და კარგადაც შევასუნელოთ მარილით, პილპილით და გახეხილი ჯავზის კაკლით. შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს/კ მადერა და ცოტაოდენი ლიმონის ცედრა. პაშტეტის კრემი - 250 გრ ხბოს ან ქათმის ღვიძლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვხრაკოთ 1 ს/კ კარაქში (ზედმეტად არ დახრაკოთ, თორემ ღვიძლი გაუხეშდება). მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევაგრილოთ და ბლენდერში ვაქციოთ პიურედ. დავუმატოთ 100 გრ კარაქი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. 1 კონა მწანე ხახვი დავჭრათ წვრილად და შევურიოთ პაშტეტში. სურვილისამებრ შევკმაზოთ მარილით, პილპილით და ცოტაოდენი ბრენდით.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 822 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]