Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვირთევზა მდოგვის სოუსში / virtevza mdogvis sousshi
2017-10-09, 12:24 PM
www.auf.ge -

800 გრ ვირთევზის ფილე, 1 ლიმონის წვენი, 1 ს/კ ფქვილი, 1 ს/კ კარაქი, ¼ ლ რძე, 2 ს/კ ნაკლებადცხარე მდოგვი, ½ ჩ/კ მარილი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 1 ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკა, 1 მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი, რამდენიმე მარცვალი პილპილი, 1 ს/კ კარაქი საცხობი ფორმის დასაცხიმად

ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. თევზის ფილეს ლიმონის წვენი მოვაწუწოთ. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი. მოვამზადოთ სოუსი: სქელძირიან პატარა ქვაბში გავადნოთ კარაქი და კარაქში მოვხალოთ ფქვილი გაოქროსფერებამდე. მორევა-მორევით დავუმატოთ რძე და წამოვადუღოთ. დავმატოთ მდოგვი, მარილი, წიწაკა, პილპილი, ჯავზის კაკალი და სულ ბოლოს ოხრახუში. თევზის ფილეს ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ჩვალაგოთ კარაქწასმულ ფორმაში. ზევიდან მოვასხათ სოუსი, აქა-იქ მოვაყაროთ პატარა ნაფლეთებად დანაკუწებული კარაქი და შევდგათ ღუმელში 15 წუთით. გამზადებული კერძი მოვრთოთ ლიმონის ნაჭრებითა და ოხრახუშის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 969 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]