Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

აზიური ყაიდის ვაშლის ნამცხვარი გორდონ რამზისაგან / aziuri kaidis vashlis namckhvari gordon ramzisagan
2017-10-09, 12:22 PM
www.auf.ge -

(4 ულუფა)
ცომისათვის: 125 გრ ფქვილი, 0,5 ჩ/კ სოდა, 1 მწიკვი მარილი, 2 ს/კ შაქარი, 50 გრ კარაქი, 1 კვერცხი, 1 ს/კ ვანილის ესენცია, 1 მლ რძე, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა
გულსართისთვის: 4 დიდი ვაშლი, 50 გრ კარაქი, 2 ს/კ თაფლი, 100 გრ დაჭრილი ფინიკი, 1 ს/კ დაფქული დარიჩინი, დაახლოებით 15 გრ ნუშის ფანტელი
მოსართავად: ვანილის ნაყინი და შაქრის პუდრა
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. დიდ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი და სოდა, დავუმატოთ მარილი და შაქარი. ჩავყაროთ კარაქის კუბიკები და ფქვილთან ერთად თითებით დავსრისოთ ისე, რომ ქადის გულის მსგავსი ნაფშვენები მივიღოთ (ამისთვის კარაქი ცივი უნდა იყოს). კვერცხები და ვანილის ესენცია გავთქვიფოთ და იმდენი რძე ჩავუმატოთ რომ სითხე 110 მლ-მდე შეივსოს. კვერცხიანი რძე ფქვილში ჩავასხათ, ჩვაყაროთ სულ ცოტა ფორთოხლის ცედრა (მეტი წილი ვაშლებისთვის შევინახოთ) და მოვურიოთ. მიღებული თხევადი ცომი შევდგათ მაცივარში. მანამდე გავთალოთ ვაშლი, ამოვაჭრათ გულები და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ცხელ ტაფაზე დავაგდოთ კარაქი და დავაყაროთ ვაშლები, დავუმატოთ თაფლი და კარგად ამოვურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი ფინიკები, დარიჩინი და გადანახული ფორთოხლის ცედრა. რამდენიმე წუთი ვთუშოთ და რომ დავრწმუნდებით, რომ ვაშლი კარამელში კარგად ამოიგანგლა, ცეცხლი გამოვრთოთ. ვაშლის მასა გავანაწილოთ 4 ინდივილუალურ საცხობ ფორმაში (თითო დაახლოებით 250 მლ მოცულობის) და თავზე ცომის თხელი ფენა მოვასხათ. ცომს ნუშის ფანტელები მოვაყაროთ და ღუმელში 18 წუთით შევდგათ. ცომი შუაგულში რომ ამოვა და მუქი ოქროსფერი გახდება, გამოვიღოთ. მოვაყაროთ შაქრის პუდრა, მოვრთოთ ნაყინის ბურთულით და ცხლადვე მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 813 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]