Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

MRS Marshall’s Almond Cornets / ნუშის ვაფლის ჭიქები მისის მარშალის რეცეპტით / nushis vaflis chiqebi misis marshalis receptit
2017-10-09, 12:17 PM
www.auf.ge -

ეს რეცეპტი მე-19 საუკუნის ერთი რეცეპტის ადაპტირებული ვარიანტია. აგნეს ბი. მარშალმა (Agnes B Marshall) პირველმა მოიფიქრა ნაყინის საჭმელ ჭიქებში ჩასმოსხმა. კონუსებისათვის 6 ცალი (შიგნიდან და გარედან) ზეთწასმული კონუსის ფორმის მეტალის საცხობი ფორმა დაგჭირდებათ. ამ ცომით დაახლოებით 15 ჭიქა გამოდის.
225 გრ დაფქული ნუში, 110 გრ შაქარი, 110 გრ ფქვილი, 4 საშუალო ზომის კვერცხი, 0,5 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ს/კ ვარდის წყალი

საცხობი ზედაპირი (სასურველია ტეფლონიანი) ზეთში დასველებული ქაღალდის ხელსახოცით გავწმინდოთ (ყველას არახისის ზეთი სჯობია, მაგრამ ნებისმიერი უსუნო ზეთი გამოდგება). ღუმელი 175°C ტემპერატურამდე გავაცხელოთ. ავთქვიფოთ კვერცხები, დავუმატთ ვანილის ექსტრაქტი და ვარდის წყალი. ცალკე ჯამში დაფქული ნუში, ფქვილი და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ. ათქვეფილი კვერცხები დავუმატოთ მშრალ ინგრედიენტებს და კარგად გადავურიოთ. გამზადებულ საცხობ ფირფიტაზე დავასხათ 3 ს/კ-ის ოდენობის მასა, თანაბრად და თხლად გავანაწილოთ ისე რომ დაახლოებით 14-15 სმ დიამეტრის წრე გამოვიდეს. გამოვაცხოთ 7-8 წუთი, სანამ ვაფლის ზედაპირიდან ადვილად ასაღები არ გახდება.
გამოვიღოთ საცხობი ფირფიტა ღუმელიდან, 14 სანტიმეტრის დიამეტრის თეფში ან ქვაბის თავსახური ტრაფარეტად გამოვიყენოთ, ვაფლს დავადოთ და წრე გამოვჭრათ. ფართო და ბრტყელი მეტალის დანით ვაფლი ფირფიტიდან ფრთხილად წამოვწიოთ და ფორმის დასაფიქსირებლად მეტალის კონუსის ფორმას მჭიდროდ შემოვახვიოთ. ვაფლშემოხვეული ფორმა ისევ საცხობ ფირფიტაზე დავდოთ და დავაბრუნოთ ღუმელში. ტემპერატურა 160°C-მდე შევამციოთ და ვაცხოთ 10-11 წუთი, სანამ კონუსის კიდეები არ დაიბრაწება. გამოვიღოთ ღუმელიდან და ფორმიანად გავაგრილოთ. ასე გავიმეოროთ ცომის გამოლევამდე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 846 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]