მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
დარიჩინის ვარსკვლავები / darichinis varskvlavebi
2017-10-09, 11:50 AM |
(გამოდის 40 ცალი)
2 კვერცხის ცილა, 220 გრ შაქარი, 2 ჩ/კ ლიმონის წვენი, ½ ლიმონის ცედრა, 1 ს/კ დაფქული დარიჩინი, მწიკვი დაფქული მიხაკი, 250 გრ დაფქული ნუში, შაქარი გასაბრტყელებლად
კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა. თქვეფა-თქვეფით ჩავაყაროთ შაქარი და ჩავასხათ ლიმონის წვენი. ვთქვიფოთ 10 წუთი. 3 ს/კ ათქვეფილი ბეზე ცალკე გადავდოთ, ძირითად მასას კი ჩავუმატოთ ცედრა, სანელებლები და ნუში. მიღებული ცომი გავახვიოთ კულინარიულ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში შევდოთ. ღუმელი 175°C-მდე გავახუროთ. საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი. შაქარმოყრილ დაფაზე ცომი ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე გავაბრტყელოთ და სპეციალური ფორმით ამოვჭრათ 4 სმ დიამეტრის მქონე ვარსკვლავები. ვარსკვლავებს თავზე გადანახული ცილა წავუსვათ და საცხობ ფირფიტაზე დავალაგოთ. ღუმელის ყველაზე დაბალ იარუსზე 15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ. სასურველია, ვარსკვლავები რაც შეიძლება ღია ფერის დარჩეს.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |