Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Rillettes of Mackerel / სკუმბრიის პაშტეტი / skumbriis pashteti
2017-10-08, 10:36 PM
www.auf.ge -

ეს ძალიან მარტივი რეცეპტია - და ნურავის დაუჯერებთ, თუ გეტყვიან, რომ პაშტეტი უმი თევზისგან კეთდება. ბოლოსდაბოლოს, ლორიც კი დამარილებული და მსუბუქად გამშრალი ხორცია. იგივე შეიძლება ითქვას ხორცისა და თევზის მთელ რიგ ძეხვეულსა და შებოლილ ნაწარმზეც. თანაც, როგორც წესი, დამარილებული პროდუქტი უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე დაუმარილებელი მაგრამ შემწვარი ან მოხარშული. სკუმბრიის პაშტეტს მსხვილი მარილი და ახალდაფქული პილპილი მოაყარეთ, ცოტაოდენი ხერესის ძმარი მოაწუწეთ და ჩამარინადებულ ბულგარულ წიწაკასთან ერთად მიართვით სტუმრებს.
პაშტეტის დასამზადებლად სკუმბრიის ფილე დაგჭირდებათ. სანელებლები და მათი ოდენობა, მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. პირადად მე, უცვლელად მხოლოდ რეჰანსა და ნიორს ვტოვებ, დანარჩენი სანელებლები კი თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ. პაშტეტი მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში ინახება. მოცემული რაოდენობა 6 პორციაზეა გათვლილი და სტარტერის როლს ასრულებს, რომელსაც ჩამარინადებული ბულგარული წიწაკის გარნირთან ერთდ მიირთმევენ. სკუმბრიის პაშტეტის ძირითად კერძად გამოტანას თუ აპირებთ, მაშინ პროდუქტების რაოდენობის გაზრდა მოგიწევთ. ოღონდ, პროპორციები დაიცავით.

750 გრ სკუმბრიის ფილე, სუფრის მარილი (მარილის ფენამ თევზის ფილე 2 მმ-ის სისქეზე რომ დაფაროს იმდენი), ღვინის ძმარი (სასურველია ხერესის), 1 ლიმონი, 1 ლაიმი, 1 სადესერტო კოვზი დაფქული ხმელი ქინძი, 15 რეჰანის ფოთოლი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 კბილი ნიორი, ზღვის მარილი, დაფქული პილპილი, მწარე წიწაკა
ნიორი გავფცქვნათ და დავსრისოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და დავუმატოთ ნიორი და სულ პაწაწინა წიწაკა ჩილი. ძალიან დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ დაახლოებით 10 წუთი და თან ყურადღება მივაქციოთ, რომ ნიორი არ დაიწვას, თორემ მწარე გემოს დატოვებს. გადავდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.
ჯამში ჩავყაროთ მარილი და წვრილ სახეხზე გახეხილი ლიმონის და ლაიმის ცედრა. დავუმატოთ დაფქული ქინძი და ერთმანეთში გადავურიოთ. ფართო ლანგარზე ან ბრტყელ თეფშზე დავყაროთ არომატიზირებული მარილის ნახევარი 2 მმ-ის სისქის ფენად. ზემოდან დავალგოთ თევზის ფილე კანიანი მხრით ქვემოთ და ხელით დავაწვეთ, მარილში კარგად რომ „ჩაიძიროს“. მოვაწუწოთ ცოტაოდენი ხერესის ძმარი და ზევიდან მარილის დარჩენილი ნახევარი მოვაყაროთ (მარილის 2 მმ-იანმა ფენამ თევზი მთლიანად უნდა დაფაროს). დიდი ზომის ლანგარი თუ არ გაქვთ, ფილე შეგიძილათ რამდენიმე ფენად დაალაგოთ, ოღონდ თითოეულ ფენას მარილის თანაბარი ფენა მოაყარეთ და ძმარიც მოაწუწეთ. თევზი ასე დავტოვოთ და გაგრილებული ზეითუნის ზეთი წვრილ საცერზე გადავწუროთ.
45 წუთის შემდეგ ფილე მარილისგან დავფერთხოთ, გულდაგულ გავრეცხოთ და კანი გავაცალოთ. გარეცხილი ფილე ჯამში ჩავალაგოთ, ზეითუნის ზეთი მოვასხათ და ჩანგლით გავქნათ. ძალიან წვრილად დაჭრილი რეჰანი პაშტეტს დავუმატოთ. პაშტეტი მაცივარში მინიმუმ 2 საათით ჩავაცივოთ. თეფშზე გადმოვიღოთ, ზღვის მარილი და პილპილი მოვაყაროთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 953 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]