მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
Escabeche of Mackerel / ჩამარინადებული სკუმბრია / chamarinadebuli skumbria
2017-10-08, 9:44 PM |
სიმართლე გითხრათ, ეს მარინადის მინიმალური ოდენობაა, მაგრამ დიდხანს ინახება და მისი ხელმეორედ გამოყენებაც შეიძლება.
თითო პირციისთვის სკუმბრიის 1-2 ფილე, არომატიზირებული მარილი (იხ. ზედა რეცეპტში), ხერესის ძმარი, 3 სტაფილო, 1 ხახვი, 8 კბილი ნიორი, 1 არომატული მწვანილის ნაკრები (დაფნის ფოთოლი, როზმარინის ტოტი, ქონდარას ტოტი, ნიახურის ღერო ერთად შეკრული), 2 ცალი მიხაკი, 2 ჩ/კ ქინძის თესლი, 2-3 ნაჭერი ლიმონი, 1 ვაშლი (თხლად დაჭრილი), 1 მსხალი (თხლად დაჭრილი), 50 მლ თეთრი ღვინის ძმარი (სასურველია შარდონეს ძმარი), 50 მლ შამპანურის ძმარი (შამპანურისა და შარდონეს ძმრების შეცვლა თავისუფლად შეიძლება ჩვეულებრივი თეთრი ღვინის ძმრით), 25 მლ ხერესის ძმარი, 400 მლ ზეითუნის ზეთი, 200 მლ წყალი, 4-5 ჩხირი ზაფრანა (შაფრანი), 2 ჩ/კ კეტჩუპი, რამდენიმე წვეთი სოუსი „ტაბასკო“, რამდენიმე წვეთი „ვორჩესტერის“ სოუსი
სკუმბრია დავამარილოთ, გავრეცხოთ და დავამუშავოთ ზუსტად ისე, როგორც წინა რეცეპტშია მითითებული. მერე მოვამზადოთ მარინადი: სტაფილო გავთალოთ და დავჭრათ თხელ ჩხირებად. ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ თხლად. მიორი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. ბოსტნეულს ერთმანეთში ნუ ავურევთ. სქელძირიან დიდი ზომის ქვანში ჩავასხათ 100 მლ ზეითუნის ზეთი და საშუალო ცეცხლზე გავაცხელოთ. ცეცხლი მაქსიმალურად ჩავუწიოთ და მოვთუშოთ სტაფილო დაახლოებით 5 წუთი. დავუმატოთ ხახვი და კიდევ 5 წუთი ვთუშოთ. დავუმატოტ ნიორი და კიდევ 5 წუთი ვთუშოთ. ახლა გავსინჯოთ სტაფილო - უკე მზად უნდა იყოს, მაგრამ ძალიან რბილიც არ უნდა იყოს. საქმე იმაშია, რომ ძმრის დამატების შედეგად ხარშვის პროცესი შეჩერდება.
ზეითუნის ზეთი, წყლის და ზაფრანას გარდა ყველა ინგრედიენტი დავუმატოთ. ერთი მწიკვი ქინძის თესლიც გადავინახოთ კერძის მოსართავად. ძალიან დაბალ ცეცხლზე ყველაფერი 5 წუთი ვადუღოთ, დავუმატოთ ზეთი, წყალი, ზაფრანა და კიდევ 10 წუთი ვადუღოთ. ქვაბი ცეცხლიდან გადავდგათ და მარინადი ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ.
ტეფლონის ზედაპირიანი ტაფა კარგად გავავარვაროთ და სკუმბრიის ფილე კანიანი მხარით ქვემოთ დავალაგოთ და რაიმეთი ზემოდან მსუბუქად დავაწვეთ და ასე გავაჩეროთ 10-15 წამი. ფილე ტაფიდან თეფშზე გადავიღოთ. ეს პროცედურა თევზის ტყავს დაარბილებს. ფილეები კანიანი მხარით ზევით ჩავალაგოთ მარინადში და 2-3 საათი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე. მარინადიან ქვაბს თავზე ცელოფანი გადავაკრათ.
ჭამსი წინ მარინადს კარგად მოვურიოთ, თევზის ფილეს მოვასხათ და თავზე ქინძის მარცვლები მოვაყაროთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |