მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
Red Peppers Marinated with Anchovies / წითელი ბულგარული წიწაკა მარინადში ანჩოუსებით
2017-10-08, 9:42 PM |
ამ კერძისთვის ჩამარინადებული ანჩოუსები დაგჭირდებათ და არა დამარილებულები ქილიდან. დამარილებულ ანჩოუსებს ზედმეტად მკვეთრი გემო აქვთ.
3 წითელი ბულგარული წიწაკა, 75 გრ დამარინადებული ანჩოუსები, 25 მლ ხერესის ძმარი, 200 მლ ზეითუნის ზეთი (extra virgin), 1 კონა ქონდარა, 3 კბილი ნიორი, მარილი და პილპილი
კარგად გავახუროთ ღუმელის გრილი (ანუ ცეცხლი ღუმელში ზევით ავანთოთ). წიწაკებს თესლი გავაცალოთ, შუაზე გავჭრათ და შიდა ძგიდეებიც მოვაშოროთ. დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე კანით ზევით, მოვაწუწოთ ზეთი, ღუმელში რაც შეიძლება მაღალ დონეზე შევდგათ და ვბრაწოთ კანის დანახშირებამდე. კანი კარგად უნდა დაეწვას.
ანჩოუსის ფილე წვრილად დავჭრათ, ნიორი კი დავჭყლიტოთ. მოსართავად ქონდარას რამდენიმე ტოტი გადავინახოთ დანარჩენი კი ერთად გამოვკრათ. ტაფაზე ზეთი გავახუროთ და დავყაროთ ანჩოუსები, ნიორი, ქონდარას კონა და 5 წუთი ვხრაკოთ. დავუმატოთ ხერესის ძმარი, ავადუღოთ და ვათუხთუხოთ 5 წუთი. გადავდგათ ცეცხლიდან, გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე, შევამარილოთ და შევაპილპილოთ.
დაბრაწული წიწაკები ღუმელიდან გამოვიღოთ და დაუყოვნებლივ გადავიტანოთ ჯამში და ჯამს თავზე ცელოფანი გადავაკრათ და 10 წუთი გავაჩეროთ. მერე ადვილად გატყავდება. წიწაკას ცივი წყლით ნუ გარეცხავთ, ასე მათი არომატი დაიკარგება.
წიწაკები ზოლებად დავჭრათ და უკვე გამზადებულ ანჩოუსის სოუსში გადავურიოთ. მთელი ღამე თუ არა 2-3 საათი მაინც გავაჩეროთ. ჭამის წინ წიწაკის მარინადი წვრილად დაჭრილი რეჰანის ფოთლებითა და ქონდარას ტოტებით მოვრთოთ.“
(„მოლეკულური გასტრონომია“ ჰესტონ ბლუმენთალი)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |