Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბეზეში გამომცხვარი ნაყინი / bezeshi gamomckhvari nakini (Baked Alaska) გორდონ რამზისაგან
2017-10-08, 9:35 PM
www.auf.ge -

დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მზარეულის, გორდონ რამზისეულ ვარიანტს შემოგთავაზებთ და ერთი რამეც გაითვალისწინეთ: „გამომცხვარი ალიასკა“ არ ინახება, ის დამზადებისთანავე უნდა მიირთვათ!
(4 პორცია) ინგრედიენტები: 120 გრ შაქარი, 2 კვერცხის ცილა, 1 ლიმონის წვენი, 1 ფირფიტა ჯანჯაფილიანი ბისკვიტი, 140 გრ ოდნავ დაჭყლეტილი ჟოლო, 2 ს/კ „Framboise“ (ჟოლოს ბრენდი), 4 ნაჭერი 6X7 სმ-ის კვარდატებად დაჭრილი მაღალი ხარისხის ნაყინი, 200 მლ ბრენდი
იატლიური ბეზეს დასამზადებლად პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავუმატოთ 2 ს/კ წყალი და დაბალ ცეცხლზე გავადნოთ, თან ერთი-ორჯერ მოვურიოთ. შაქარი რომ გადნება და სითხე დაიწმინდება, ცეცხლს მოვუმატოთ და წამოვადუღოთ. ვადუღოთ 3 წუთი ( ან შაქრის თერმომეტრით გავზომოთ სიროპი 120 °C-მდე როდის მივა). მანამდე, კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი ავთქვიფოთ ელექტრომიქსერით ან ხელის სათქვეფით. ბეზე კარგად რომ აითქვიფება, თქვეფის შეუწყვეტლად დავიწყოთ სიროპის ჩასხმა ძალიან წვრილ ნაკადად ჯამის კედლზე (შუაში ნუ ჩაასხამთ!) და ვთქვიფოთ კიდევ 10 წუთი მყარი, პრიალა ბეზეს მიღებამდე. გადავდგათ გვერდზე. ჯანჯაფილიანი ბისკვიტისგან ნაყინის ნაჭრების ანუ 6X7 სმ-ის ზომის 8 ცალი ოთკუთხედი გამოვჭრათ და 4 ცალი თეფშებზე დავალაგოთ (ნამცხვრის ასაწყობად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ფორმა). ზემოდან გავანაწილოთ ლიქიორმოსხმული ოდნავ დაჭყლეტილი ჟოლო. ამ ეტაპიდან, ნაყინი რომ არ დადნეს, პორციების მორთვა რიგ-რიგობით უნდა გავაგრძელოთ. ჟოლოზე ნაყინის ოთკუთხედი შემოვდგათ და ზევიდან ისევ ჯანჯაფილის ბისკვიტი დავადოთ. ბეზე საკონდიტრო კონვერტში მოვათავსოთ და გამზადებული ნამცხვარი თავზე და გვერდებზე ბეზეთი მოვრთოთ. ნამცხვარი საყინულეში მოვათავსოთ და დანარჩენი ულუფებიც დავამთავროთ. ყველას რომ გავამზადებთ, საყინულიდან გამოვალაგოთ და სპეციალური სანთურათი დავბრაწოთ, ოღონდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ბეზე არ დაგინახშირდეთ. და ბოლოს, ფლამბე: ბრენდი ცეცხლგამძლე სარძევეში ჩავასხათ, ცეცხლი წავუკიდოთ და ნამცხვრებს გადავასხათ. ალბათ ხვდებით, რომ ბოლო ეტაპი გაოცებული სტუმრების თვალწინ უნდა განვახორციელოთ.
ცეხლი რომ ჩაქრება, გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 853 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]