Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

La Galette Des Rois / გალეტ დე რუა (სამეფო ნამცხვარი) ერიკ ლანლარდისაგან / galet de rua (samefo namckhvari) erik lanlardisgan
2017-10-08, 9:32 PM
www.auf.ge -

125 გრ შაქარი, 125 გრ დაფქული ნუში, 125 გრ დარბილებული კარაქი, 3 კვერცხი, 1 ს/კ მუქი რომი, 500 გრ მზა ფენოვანი ცომი, შაქრის სიროპი; 1 კვრცხის გული და 1 ს/კ რძე ზევიდან გადასასმელად
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ ერთად შაქარი, კარაქი და დაფქული ნუში. სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. დავუმატოთ რომი. ფენოვანი ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად. გავაბრტყელოთ ორივე ნაწილი და ერთ-ერთს დავადოთ 25 სმ დიამეტრის გასახსნელი ტორტის ფორმის რგოლი (შეგვიძლია ცომს ამავე ზომის თეფში დავადოთ და მისი გარშემოწერილობა დანის წვერით ფრთხილად მოვნიშნოთ, მერე კი თეფში ავიღოთ) და სემოხაზული წრის შიგნით გავანაწილოთ ნუშის კრემი. უკრემოდ დარჩენილ ცომს კანტს წავუსვათ ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხის გული და რძე და ცომის მეორე ფენა ზემოდან დავაფაროთ. კრემის ირგვლივ ცომს თითებით ფრთხილად დავაწევთ - ერთმანეთს რომ მიეკრას და ცხობის პროცესში კრემმა არ გამოჟონოს. ნამცხვარს გადავუსვათ რძიანი კვერცხი და მერე ბასრი პატარა დანით, ცენტრიდან კიდისკენ დავახატოთ ბორჯღალის ან მზის სხივების ფორმის რკალები (ოღონდ ფრთხილად, ცომი არ გაგეჭრათ!). ვაცხოთ 50 წუთი სანამ არ გაოქროსფერდება. გამოვიღოთ რუმელიდან და ჯერ კიდევ ცხელს გადავუსვათ სიროპი.
გემრიელად მივირთვათ!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 785 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]