მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
Chocolate Fondant / შოკოლადის მუსი / shokoladis musi
2017-10-08, 9:28 PM |
7,5 სმ დიამეტრის 6 ცალი ალუმინის ფორმა
240 გრ უმაღლესი ხარისხის შავი შოკოლადი, 100 გრ კარაქი, 230 გრ კვერცხის ცილა
ღუმელი 200°C-მდე გაახურეთ. შოკოლადი წვრილად დააქუცმაცეთ და კარაქი პატარა კუბიკებად დაჭერით. კარაქი და შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე გაადნეთ. მიკროტალღურ ღუმელში გადნობისას შოკოლადის ტემპერატურა აკონტროლეთ - თუ გადაგიხურდათ, შოკოლადი ხეშეში გახდება. წყლის აბაზანაზე გადნობისას კი მიაქციეთ ყურადღება რომ შოკოლადიანი ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ ეხებოდეს. თანაც ჯობია რომ წაყლი კი არ დუღდეს, ადუღების პირას იყოს.
ცილები ჯამში ჩაასხით და ნელ-თბილი შოკოლადისა და კარაქის მასა დაუმატეთ. ხის კოვზით კარგად გადაურიეთ (ცუდად თუ მოურევთ, მუსი მოგვიანებით შემადგენელ ნაწილებად დაიშლება), მაგრამ ეცადეთ რომ არ ათქვიფოთ. ამ კრემის შენახვა მაცივარში 1-2 დღის განმავლობაში შეიძლება, მაგრამ ფორმებში თბილის ჩასხმა უფრო ადვილია.
პერგამენტი რკინის ფორმების ზომაზე დაჭერით და თავად ფორმასაც და ქაღალდის ერთ მხარესაც კარაქი წაუსვით. ქაღალდი ფორმებში ისე ამოაფინეთ, რომ ქაღალდის კარაქწასმული მხარე ფორმის კარაქწასმულ შიდა მხარეს ეხებოდეს. გამზადებული ფორმები კარაქწასმულ პერგამენტდაფენილ საცხობ ფირფიტაზე დაალაგეთ, შიგნით მუსი ჩაასხით (ან მუსი ჩაასხით კარაქწასმულ მუსის ფორმებში) და დაახლოებით 1 საათით მაცივარში შედგით. მუსის მაცივარში ჩაცივებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოცხობის დრო შეიცვლება. ჩაცივებული ფორმები გახურებულ ღუმელში გადაიტანეთ და 6-7 წუთი აცხვეთ. გამოიღეთ ღუმელიდან. მუსი ცენტრში ჯერ კიდე თხევადი იქნება, მაგრამ გვერდებში შეკრული უნდა იყოს. კიდეები ბოლომდე თუ არ შეკრულა, ფორმებიდან 2-3 წუთი ნუ ამოიღებთ - გახელებული მეტალი თავის საქმეს გააგრძელებს და ბოლომდე გამოაცხობს. მუსი რომ გამზადდება, ქვევიდან ნიჩაბი შეუცურეთ და ფრთხილად გადაიტანეთ თეფშზე.
ამის შემდეგ, ძალიან ფრთხილად ააძვერთ ფორმა, თან შეეცადეთ რომ ფორმასთან ერთად პერგამენტიც არ აძვრეს. ამის შემდეგ, ფრთხილად ჩაჭერით პერგამენტი და ძალიან ფრთხილად ააძვრეთ, ქაღალდი თუ მიეწება, ბასრი დანა დაიხმარეთ. ალბათ, როცა ვყვები ყველაფერი ძალიან რთულად მოსჩანს, მაგრამ პირველივე ცდაზე ადვილად ისწავლით.
მუსის წინასწარ გამოცხობა არ შეიძლება, მაგრამ მისი ცომი შეგიძლიათ მოამზადოთ გამოყენებამდე ერთი-ორი დღით ადრე, მისი წინასწარ ფორმებში განაწილება და ბოლო წუთას გამოცხობაც კი შეიძლება.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |