Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Avocado Rice / ავოკადო ბრინჯით
2017-10-08, 9:22 PM
www.auf.ge -

ეს კერძით შოკოლადის დესერტის უჩვეულო დამატება გახლავთ
175 გრ მრგვალი ბრინჯი (სასურველია Superfino-ს ჯიშის), 150 გრ შაქარი, 1 ლ რძე, 1 ჩხირი ვანილი, 5 ცალი ავოკადო, ლიმონის წვენი, 3 ს/კ მსუბუქად ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები
ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და წამოადუღეთ. ცეცხლი ჩაუწიეთ და კიდევ 5 წუთი ხარშეთ. ბრინჯი თუშფალანგზე გადაწურეთ და თუშფალანგიანად ქვაბში ჩადგით. დაუმატეთ რძე, შაქარი, სიგრძეზე გაჭრილი ვანილის ჩხირი და საშუალო ცეცხლზე 17-20 წუთი ხარშეთ. ბრინჯი თუ მოიხარშა, მაგრამ რძე ისევ ბლომადაა, ბრინჯი თუშფალანგით ამოიღეთ, დარჩენილი სითხე კი სქელი სოუსის კონსისტენციამდე ამოაორთქლეთ. ბრინჯი თუ არ მოიხარშა და სითხე ამოშრა, ცოტაოდენი რძე დაუმატეთ.
ბრინჯი მზა სოუსში გადაურიეთ, თავსახურიან ჭურჭელში გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. მერე მაცივარში შედგით. მანამდე კი ავოკადო გათალეთ, ამოაცალეთ კურკა და კომბაინში დააპიურევეთ. გაატარეთ საცერში. ავოკადოს გემოს და ფერის შესანარჩუნებლად დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. გადაურიეთ ჩაცივებულ ბრინჯში, ჭამის წინ მოასხით ნაღები.“
(ჰესტონ ბლუმენტალი „მოლეკულური გასტრონომია“)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 850 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]