მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბორშის თანამედროვე ახალრუსული ვერსია ალექსეი ზიმნისაგან / borshis tanamedrove akhalrusuli versia aleqsei zimnisgan
2017-10-08, 9:19 PM |
ინგედიენტები: 400 გრ ჭარხალი, 100 გრ სტაფილო, 1 ხახვი, 2 პამიდორი, 50 გრ ტომატ-პასტა, 100 გრ თხის ყველი, 2 კბილი ნიორი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 1 ლ წყალი ან ბულიონი, 200 მლ ნაღები, მარილი, 50 მლ ზეთი, 50 გრ კედრის კაკალი ან 1 მუჭა ორცხობილის კუბიკები
გათლილი და გარეცხილი ჭარხალი დავჭრათ წვრილად ან სულაც დავაბლენდეროთ. ქვაბი დავადგათ საშუალო ცეცხლზე და ჩავასხათ ცოტაოდენი ზეთი, დავამატოთ ჭარხალი მოსათუშად. ახლა სტაფილო გავთალოთ, გავრეცხოთ და ისიც დავჭრათ წვრილად ან დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ჭარხალს და ამოვურიოთ. გაფცქვნილი ხახავი დავჭრათ წვრილად და ისიც ბოსტნეულთან გავამწესოთ მოსათუშად. კიდევ ერთხელ ამოვურიოთ. პამიდვრებიც დავჭრათ კუბიკებად და დავუმატოთ ბოსტნეულს. დავუმატოთ ტომატ-პასტაც. რასაკვირველია, კარგად ამოვურიოთ. ბოტნეული რომ შერბილდება, დავასხათ ცოტაოდენი მდუღარე წყალი ან ნებისმიერი (ბოსტნეულის, ქათმის, საქონლის) ბულიონი და მოვურიოთ. შევამარილოთ. ბოსტნეული კარგად რომ მოიხარშება, დავუმატოთ ცხიმიანი ნაღები. 2 ლიტრს სუპზე, დაახლოებით 100 მლ ნაღები საკმარისია.
ავიღოთ თხის ახალგაზრდა ყველი (იყიდება სუპერმარკეტებში) და გადავურიოთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები.
მზა ბორში დავაბლენდეროთ ან სამზარეულოს პროცესორში ვაქციოთ ერთგვაროვან პიურედ. დავასხათ ღრმა თეფშებზე და ტრადიციული არაჟნის ნაცვლად ოხრახუშიანი თხის ყველით მოვრთოთ. შეგვიძლია დავუმატოთ გახუხული ორცხობილის კუბიკები ან მოხალული კედრის კაკალი, მერე კი გემრიელად მივირთვათ!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |