მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
Beef Wellington / ბიფველინგტონი გორდონ რამზისაგან
2017-10-08, 9:07 PM |
(2 პორცია) ინგრედიენტები: 400 გრ საქონლის ფილე, 400 გრ სოკო (ცოცხალი შამპინიონებიც გამოდგება), 4 ნაჭერი პარმული ლორი, ინგლისური მდოგვი, 200 გრ ფენოვანი ცომი, 2 კვერცხის გული, 1 კბილი ნიორი, 1 ტოტი ქონდარა, მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი
ღუმელი 200°C-მდე გავახუროთ. ტაფაზე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი დავასხათ და მარილ და პილპილმოყრილი საქონლის ფილე ყველა მხრიდან დავბრაწოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ასე ხორცის მეტისმეტად გამოშრობას ავიცილებთ თავიდან და თან გემოც უკეთესი ექნება. რომ შეგრილდება ყველა მხრიდან წავუსვათ მდოგვი. მსხვილად დაჭრილი სოკო და 1 კბილი ნიორი ბლენდერში დავაპიურეოთ და სოკოს პიურე ცხელ, მშრალ ტაფაზე მოვთუშოთ (სითხე ამოვაორთქლოთ). თუშვის პროცესში ქონდარას ფოთლებიც დავუმატოთ და სოკო ბოლომდე რომ გაშრება (პიურე წებოვანი გახდება), გაზიდან გადავდგათ და გავაგრილოთ (ველინგტონის საშობაო ვერსიაში რამზი დუქსელში 200 გრ შემწვარ წაბლსაც ამატებს). შესაფუთი პოლიეთილენის პარკი მაგიდაზე დავაფინოთ და ცელოფანზე პარმული ლორი გვერდიგვერდ დავალაგოთ (ერთიანი მართკუთხედი რომ მივიღოთ ისე). ლორს ჯერ პილპილი მოვაყაროთ და მერე ბლაგვი დანით სოკოს პიურე თანაბრად გადავუსვათ. პიურეზე მობრაწული ფილე მოვათავსოთ შუაში და პოლიეთილენის დახმარებით დავახვიოთ, ისე რომ ხორცს ლორი მთლიანად შემოერტყას ირგვლივ. პოლიეთილენის თავისუფალი ბოლოები ერთმანეთის საწინაარმდეგო მიმართულებით კამფეტის ფოჩვებივით გადავგრიხოთ (ფილემ ერთიანი, თანაბარი ფორმა რომ მიიღოს). ცელოფანში გახვეული ხორცი საყინულეში შევდოთ 10-15 წუთით (ფორმა რომ შეინარჩუნოს). ფენოვანი ცომი ხორცი მთლიანად რომ დაფაროს ისეთ ზომაზე გავაბრტყელოთ, ფილეს ცელოფანი შემოვაცალოთ, ცომზე მოვათავსოთ და გადავახვიოთ, გვერდები შემოვუკეცოთ და ზედმეტი ცომი მოვაჭრათ. ხორცი ისევ ცელოფანში გავახვიოთ და დაახლოებით 5 წუთით ისევ მაცივარში შევდგათ. ხორცი მაცივრიდან გამოვიღოთ, ზევიდან ათქვეფილი კვერცხის გული გადსავუსვათ, მსხვილი მარილი მოვაყაროთ და დანის ბლაგვი მხრიდან ფრთხილად, ფიგურულად დავსეროთ სილამაზისთვის (ეცადეთ, ცომი არ გაჭრათ!). 200°C-მდე გახურებულ ღუმელში შევდგათ და 35-40 წუთი ვაცხოთ. რომ გამოვიღებთ, 8-10 წუთი მაინც ნუ დავჭრით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |