Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბეფბურგუნიონი (საქონლის ხორცი ბურგუნდიულად) - საქონლის ხორცის სოუზი წითელ ღვინოში, ბეკონით, ხახვითა და სოკოთი
2017-10-08, 9:01 PM
www.auf.ge -

„Boeuf Bourguignonne
Boeuf à la Bourguignonne
(საქონლის ხორცის სოუზი წითელ ღვინოში, ბეკონით, ხახვითა და სოკოთი)

რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ კერძებს, კარგი „ბიფ-ბურგუნიონის“ მომზადების არაერთი გზა არსებობს. რუდუნებით მომზადებული და კარგად შესუნელებული, მართლაც უგემრიელესი კერძია, რაც კი ადამიანს შეუქმნია და შესანიშნავად გამოდგება წვეულების ძირითად კერძად. საბედნიეროდ, მისი მომზადება მთელი ერთი დღით ადრე, წინასწარ შეგიძლიათ - გაცხელების მერე კიდევ უფრო გემრიელი ხდება.

რჩევები ღვინოსთან და ბოსტნეულთან დაკავშირებით
ამ კერძს ტრადიციულად მოხარშულ კარტოფილთან ერთად მიირთმევენ. კარაქმოსხმული ატრია ან ორთქლზე მოხარშული ბრინჯიც მისაღებია. მწვანე ბოსტნეულს თუ ამჯობინებთ, ყველას კარაქში მოხრაკული მწვანე ბარდა აჯობებს. მაგიდასთან კარგად დაღვინებულ ახალგაზრდა წითელ ღვინოსთან ერთად გაიტანეთ. მაგალითად: Beaujolais, Côte du Rhône, Bordeaux-St. Èmilion ან Burgundy.

6 ადამიანისათვის: 6 უნციიანი (170 გრ) ბეკონის ნაჭერი, 9-10 ინჩიანი (22-25სმ) და 3 ინჩის (7,5სმ) სიღრმის სახელურიანი ცეცხლგამძლე ქვაბი, 1 ს/კ ზეთი ან შესაწვავი ზეთი, 1 ქაფქირი, 3 გირვანქა (1,350 კგ) მჭლე ხორცი 2 ინჩიან (5სმ) კუბიკებად დაჭრილი;
1 დაჭრილი სტაფილო, 1 დაჭრილი ხახვი;
1ჩ/კ მარილი, ¼ ჩ/კ დაფქული პილპილი, 2ს/კ ფქვილი;
3 ჭ კარგად დაღვინებული წითელი ღვინო ზემოთ ჩამონათვალიდან ან Chianti, 2-3 ჭ მუქი ფერის ხორცის ბულიონი ან ბულიონი თუნუქის კონერვიდან, 1 ს/კ ტომატ-პასტა, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, ½ ჩ/კ ქონდარა (Thyme), დაფშვნილი დაფნის ფოთოლი, დამდუღრული ბეკონის ტყავი;
18-დან 24 ცალამდე ბულიონში ყავისფრად მოთუშული პატარა თეთრი ხახვები, 1 გირვანქა (450გრ) ოთხად გაჭრილი და კარაქში მოთუშული სოკო;
ბეკონს ავათალოთ ტყავი და დავჭრათ ლარდონებად (1/4 ინჩი (5მმ) სიგანისა და 1 ½ (3სმ) ინჩი სიგრძის ჩხირებად). 1 ½ კვარტა (2 ლ) წყალში ვხაროთ ბეკონის ლარდონები და ტყავი 10 წუთის განმავლობაში. ამოვიღოთ და შევაშროთ.
გავახუროთ ღუმელი 450°F-მდე (230°C).
ზეთში მოვთუშოთ ბეკონი 2-3 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე სანამ მსუბუქად არ შეოქროსფერდება. ქაფქირით გადმოვიღოთ ცალკე თეფშზე. ქვაბი გვერდზე გადავდგათ. ხორცის მოთუშვის წინ ბეკონის შენაწვავი ცხიმი გავაცხელოთ ისე, რომ ბოლი აუვიდეს.
ხორცი ქაღალდის ხელახოცით გავამშრალოთ, ნამიანი არ დაიბრაწება; მოვთუშოთ რამდენიმე-რამდენიმე ნაჭრად სანამ ყველა მხრიდან ყავისფრად არ დაიბრაწება. ხორციც ბეკონთან ერთად მოვათავსოთ. შენაწვავ ცხიმში მოვთუშოთ ბოსტნეულიც. მონაბრაწი ცხიმი გადავწუროთ და გადავასხათ.
ქვაბში ჩავაბრუნოთ ხორცი და ბეკონი და შევკმაზოთ მარილით და პილპილით. მერე მოვაფრქვიოთ ფქვილი და მოვურიოთ ისე, რომ ხორცი კარგად ამოიგანგლოს ფქვილში. თავმოხდილი ქვაბი 4 წუთით შევდგათ გახურებული ღუმელის შუა თაროზე. მოვურიოთ ხორცს და კიდევ 4 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში (ასე ფქვილი მოიხალება და ხორცი უფრო მეტად კრაწუნა გახდება). ქვაბი გამოვიღოთ და ღუმელის ტემპერატურას 325 გრადუსამდე (160°C) დავუწიოთ.
დავასხათ იმდენი ღვინო და ხორცის ნახარში ან ბულიონი, რომ ხორცი დაიფაროს. დავუმატოთ ტომატ-პასტა, ნიორი, ქონდარა, დაფნის ფოთოლი და ბეკონის ტყავი. წამოვადუღოთ გაზზე. ქვაბს თავსახური დავაფაროთ და შევდგათ გახურებულ ღუმელში. ღუმელის ტემპერატურა ისე დაარეგულირეთ, რომ 3-4 საათის განმავლობაში ნელა თუხღუხებდეს. ხორცი მზად იქნება, ჩანგალი რომ დაშლის ადვილად.
სანამ ხორცი ითუშება მოვამზადოთ ხახვი და სოკო და გადავდოთ გვერდზე.
ხორცი რომ დარბილდება, ქვაბის შიგთავსი მეორე ქვაბზე შემოდებულ თუშფალანგზე გადმოვწუროთ. ქვაბი გავრეცხოთ და ბეკონი და ხორცი უკან დავაბრუნოთ. ხორცს თავზე მოთუშული ხახვი და სოკო მოვაყაროთ.
გადაწურულ სოუსს თავზე ცხიმი მოვხადოთ და ვადუღოთ 1-2 წუთი. საჭიროების შემთხვევაში ცხიმი ისევ მოვხადოთ. დაახლოებით 2 ½ ჭ ისეთი სისქის სოუსი უნდა მიიღოთ, ამოვლებულ კოვზზე თხელ ფენად რომ რჩებოდეს. ძალიან თხელი თუ გამოვიდა, ცეცხზე სწრაფად წამოადუღეთ. ძალიან თუ შეგისქელდათ ორიოდე ს/კ ბულიონი ან ხორცის ნახარში დაუმატეთ. ყურადღებით გასინჯეთ, მარილი ან პილპილი ხომ არ აკლია. სოუსი მოასხით ხორცს და ბოსტნეულს.
წინდაწინ მომზადების შემთხევაში, რეცეპტი აქ სრულდება.
თუკი დაუყოვნებლივ მიირთმევთ: ქვაბს თავი დაახურეთ და 2-3 წუთი ადუღეთ, თან ბოსტნეული და ხორცი რამდენჯერმე გადაურიეთ ერთმანეთში. სუფრასთან ქვაბშივე გაიტანეთ, ან გადაიტანეთ ლანგარზე და ირგვლივ მოხარშული კარტოფილი, ატრია ან ბრინჯი შემოუწყვეთ და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
სამომავლოდ მომზადების შემთხვევაში: რომ გაგრილდება, თავი დაახურეთ და მაცივარში შედგით. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე წამოადუღეთ, თავსახური დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, შიგადაშიგ ბოსტნეული და ხორცი სოუსში ამოურიეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1310 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]