Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბეფ-სტროგანოვი კარტოფილის გარნირით / bef-stroganovi kartofilis garnirit
2017-10-08, 8:49 PM
www.auf.ge -

დაგვჭირდება:
1 კგ ხბოს რბილი ხორცი
2-3 თავი ხახვი
100 გრ კარაქი
1-2 ს.კ. პურის ფქვილი
500 მლ ნაღები
შავი წიწაკა, მარილი

ხორცი დავბეგვოთ, დავჭრათ გრძელ წვრილ ნაჭრებად, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ კარაქში.
გადავდოთ ცალკე ჭურჭელში და იგივე ტაფაზე კარაქში შევწვათ წვრილად დაჭრილი ხახვი.
გადავურიოთ ერთმანეთს ხახვი და ხორცი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვთუშოთ ერთად კიდე 2-3 წუთი, შემდეგ მოვასხათ ნაღები და ვთუშოთ, სანამ ნაღევი ოდნავ არ გასქელდება.

ჩვენი ძირითადი კერძი მზადაა. მაგრამ სრულფასოვნებისთვის, გარნირიც მოვამზადოთ.

გარნირად ბეფ-სტროგანოვს განსაკუთრებით კარტოფილის პიურე უხდება.
კარტოფილის პიურეს მომზადება ყველამ იცის, მაგრამ ერთ საიდუმოს გასწავლით, რომელიც თქვენ პიურეს საოცარ არომატს და გემოს შესძენს.
გავრეცხოთ, დავჭრათ და მოვხარშოთ კარტოფილი(1 კგ). შემდეგ გადავწუროთ წყალი, დავამატოთ კარაქი (100 გრ), მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ცხელი რძე ან დაბალი ცხიმიანობის ნაღები (დაახლოებით ნახევარი ჭიქა, თავად გააკონტროლეთ პიურეს სისქე) და კარაგდ ავსრისოთ. იმისთვის, რომ პიურე ჰაეროვანი გამოვიდეს და არა წებოვანი, უნდა გამოვიყენოთ ხელის სასრესი.
ბოლოს კი ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტი - დაამატეთ პიურეს სულ ოდნავ მუსკატის კაკალი(დანის წვერზე) და კარგად მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 953 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]