Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბეკონში გახვეული ქათმის ბარკალი ბუსტუღით, ფსტის კაკლითა და სოსისის ფარშით / bekonshi gakhveuli qatmis barkali bustughit, fstis kaklita da so
2017-10-08, 8:37 PM
www.auf.ge -

ინგრედიენტები: (6 პორციისთვის) 6 ცალი ძვალგამოცლილი ქათმის ბარკალი თავისი გადანახსენით, ზღვის მარილი და პილპილი, დაახლოებით 24 ფირფიტა მაღალი ხარისხის ბეკონი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ წითელი ღვინის ძმარი, 2 ს/კ ღვინო „მარსალა“, 1 ჩამჩა ქათმის ბულიონი; დასატენად - 300 გრ უმაღლესი ხარისხის ღოის ხორცის ფარში, 1 მუჭა მსხვილად დაჭრილი ბუსტუღი, 1 კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი ცოტაოდენი ქონდარა და ერთი კონა ოხრახუში.
როგორც კახეთის ერთ-ერთი სოფლის მაღაზიაში ეწერა, ქათმის მენჯ-ბარკალი შიგნითა მხრიდან დავსეროთ და ამოვაძვროთ ძვალი. დარჩეული ფსტის კაკალი ჩავყაროთ და გადავურიოთ სასოსისე ღორის ხორცის ფარშში, დავუმატოთ კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი ქონდარა (Thyme) და ოხრახუში, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ფარშის გუნდას ქაბაბის ფორმა მივცეთ და მოვათავსოთ გაფატრულ და გაშლილ ქათმის ბარკალზე. დავახვიოთ რულეტივით. ავიღოთ ალუმინის ფოლგის ნაჭერი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი. შემდეგ ერთმანეთის გვერდიგვერდ (მჭიდროდ), ისე რომ ერთიანი მართკუთხედი მივიღოთ, დავალაგოთ ბეკონის ზოლები. ბეკონის ფენებზე ცენტრში მოვათავსოთ ქათმის რულეტი და ფოლგის დახმარებით დავახვიოთ აკურატულად. 25 წუთი ვხარშოთ ფოლგაშივე, წყლიდან ამოვიღოთ და მაცივარში შევდოთ ნახევარი საათით გასაციებლად. გამოვიღოთ და გავხსნათ. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი, ქათმის რულეტს კიდევ ერთხელ მოვაყაროთ მარილი და პილპილი და დავბრაწოთ ყველა მხრიდან. ტაფიდან გადმოვიღოთ და 2-3 წუთით გავაჩეროთ. ტაფაზე, რომელზეც რულეტი იბრაწებოდა დავასხათ წითელი ღვინის (შერის) ძმარი, ღვინო „მარსალა“ და ქათმის ბულიონი, ამოვაორთქლოთ შესქელებამდე. ქათმის რულეტი ძეხვივით - ოდნავ დიაგონალურად დავჭრათ ბასრი დანით, მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ ღვინის სოუსი.
(გორდონ რამზის რეცეპტებიდან)
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, რეცეპტი, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 755 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]